შპს „GMM“-სათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№933
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017180
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგ უ ლება №93 3

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

შპს „GMM“-სათვის უძრავ ი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო),რომ თავისუფლებაშეზღუდულ, პირობით მსჯავრდებულ და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით, შპს „GMM“-ს (ს/კ 401969250)უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ , 10 წლის ვადით გადასცეს მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, ომარ ხიზანიშვილის ქ. №260-ში მდებარე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე,  შენობა‑ნაგებობა №1-ში არსებული 1500 კვ.მ  ფართიდან 886 კვ.მ  საწარმოო ფართი, წილობრივი მიწის ნაკვეთით (მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი – 72.13.33.513).

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს: არანაკლებ 40 თავისუფლებაშეზღუდული, პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულისათვის ახალი პროფესიების ათვისება, მათი პროფესიული გადამზადება, დასაქმება და მათთვის შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად, არანაკლებ 200 (ორასი) ლარის (დარიცხვით) ოდენობით, 2014 წლის ბოლომდე არანაკლებ 140 000 (ას ორმოცი ათასი) აშშ დოლარის  ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება, საწარმოს მოწყობა,  და ექსპლუატაციაში მიღება.

3. პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს  შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                   ი . ღარიბაშვილი