შპს „პერსპექტივასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№689
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018980
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №689

2015 წლის 3 აპრილი

ქ.თბილისი

შპს „პერსპექტივასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო  უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ

1. „სახელწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო), რომ პირობით მსჯავრდებულ და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით, „სოციალური საწარმო პრობაციონერებისთვის, მათ შორის ყოფილი ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის“ პროექტის განსახორციელებლად, საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაცია IOM და შპს „პერსპექტივას“ შორის, 2014 წლის 11 დეკემბრის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, სოციალური საწარმოს დაფუძნების, ამუშავებისა და ამ საწარმოში პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა დასაქმებისათვის, შპს „პერსპექტივას“ (ს/კ 404924276) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 3 წლის ვადით გადასცეს მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, ომარ ხიზანიშვილის ქ. №260-ში მდებარე,  პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე, შენობის „ბ“ ბლოკში არსებული 2135,69 კვ.მ ფართიდან 298,26 კვ.მ საწარმოო ფართი, წილობრივი მიწის ნაკვეთით (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 72.13.33.513).

2. პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                          ირაკლი ღარიბაშვილი