სს „საპარტნიორო ფონდსა“ და „ÇALIK ENERJİ SANAYİ VE TİCARET A.Ş.“-ს შორის დასადები ხელშეკრულებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1579
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 08/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1579

2012 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „საპარტნიორო ფონდსა“ და „ÇALIK ENERJİ SANAYİ VE TİCARET A.Ş.“-ს შორის დასადები ხელშეკრულებების შესახებ

1. „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის (Combined Cycle Power Plant) მშენებლობა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების მიზნით სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 3. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სს „საპარტნიორო ფონდსა“ და „ÇALIK ENERJİ SANAYİ VE TİCARET A.Ş.“-ს შორის გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის (Combined Cycle Power Plant) მშენებლობის ხელშეკრულებები (1. Coordination Agreement, 2. Design Works and Equipment Supply Contract, 3. Construction, Installation and Erection Works Contract, 4. Particular Conditions of the Contract Agreement (on Design Works and Equipment Supply), 5. Particular Conditions of the Contract Agreement (on Construction, Installation and Erection Works), 6. General Conditions of Contract (FIDIC Silver Book, 1999ed და შესაბამისი დანართები).

პრემიერ‑მინისტრი                                                   ი. მერაბიშვილი