ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავ რ ობის
განკარგულება №1102
2014 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , ქართული კინოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
მირიანე ოდიშარია – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი , კომისიის თავმჯდომარე;
გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
კონსტანტინე სურგულაძე - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
მაია ფანჯიკიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
ნინო კობახიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე.
2. კომისიის მუშაობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები .
3. კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქართული კინოს განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) წინადადებათა შემუშავება ქართული კინოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე ;
გ ) შპს „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ (ს/კ 400051199) სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირების მიზნით, წინადადებების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენა.
4. კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.
პრემიერ- მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- „ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 18.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1102. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017296.
- სად არის „ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №1102, 18.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017296 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2384741/