სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1144
2014 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა) იპ ,,საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის“უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა (ა )იპ ,,საქართველოს უსინათლოთა კავშირს “ (საიდენტიფიკაციო კოდი:№206070222 ) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება .
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელო ს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
დანართი
| "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ ,,საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ" საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული გადასაცემი ქონების ჩამონათვალი | ||||
|
|
|
|
|
|
| № | ადგილმდებარეობა | მიწის ნაკვეთის ფართობი კვ.მ | შენობა-ნაგებობის ფართობი კვ.მ | მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი |
| 1 | ქალაქი ლანჩხუთი, ქუჩა ებრალიძე, №25 | 5112 | №1, №2, №3, №4, №5. | 27.06.52.399 |
| 2 | ქალაქი წყალტუბო, ქუჩა ჩახრუხაძე, №6 | 6000 | №1 განაშენიანების ფართობი - 1590. | 29.08.32.089 |
| 3 | ქალაქი მარნეული, ერეკლე II -ის ქუჩა, №9 | 2029 | №1, №2, №3. | 83.02.19.137 |
| 4 | თელავი, სოფელი კისისხევი | 2161 | №1 გაშენების ფართი - 201.2; №2 გაშენების ფართი - 248. | 53.04.46.045 |
|
5 | თელავი, ქუჩა ფიროსმანი, №8 | 3500 | №1 გაშენების ფართი 841.1; №2 გაშენების ფართი 826.5; №3 გაშენების ფართი 251.1; №4 გაშენების ფართი 146.8. | 53.20.34.092 |
| 6 | ქალაქი მცხეთა, სამხედროს ქუჩა №76 | 12000 | №1, №2, №3, №4, №5, №6, №7. | 72.07.02.252 |
| 7 | ქალაქი ბოლნისი, ქუჩა დ. აღმაშენებლის, №60ბ | 6330 | №1; №2; №3; №4; №5; №6; №7. | 80.06.63.168 |