„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №566 |
|
2014 წლის 29 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016279) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური და პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა;“. 3. ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება;“. 4. ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: „41. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და თვითონ შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სათანადო დასკვნის მოსამზადებლად დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია გადააგზავნოს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში. 42. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.“. 5. ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები: „51. დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების შემთხვევაში სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურესთან წყდება სამსახურებრივი ურთიერთობა/შრომითი ხელშეკრულება. 52. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია განიხილოს დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ, ხოლო უფრო მაღალი რანგის მოსამსახურეთა დარღვევის საქმე დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შესაბამისი რეაგირებისათვის.“. 6. ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. „მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება ან წოდებაზე წარდგენა არ შეიძლება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|