„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №226 |
|
2014 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
392 მუხლის: |
ა)
მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის, დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-8 გრაფაში („დაკავებული გადასახადი“) ასახული თანხების ჯამი უდარდება შესაბამისი საანგარიშო თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში მითითებულ (დეკლარაციის დანართი „ა“) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის თანხას; სხვაობის არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შესაბამისი დამქირავებლის დაქირავებულ პირს უარი უთხრას დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე. აღნიშნული შედარება არ ეხება იმ გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმართ შესადარებელ პერიოდზე მიმდინარეობს/ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და ზემოაღნიშნულ თანხებს შორის სხვაობის აღმოფხვრა იწვევს საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.“; |
ბ)
მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. საგადახდო დავალება მზადდება საგადახდო დავალების მომზადების დღისთვის საგადასახადო ორგანოში არსებული დამქირავებლის მიერ წარდგენილი შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის (მათ შორის დაზუსტებული ინფორმაციის) და პირის საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით.“. |
|
პირადი ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ფიზიკური პირის მისამართი __________________________________________________________
საკონტაქტო მონაცემები: მობილური ტელ:
ელ. ფოსტა ________________________
დაუბეგრავი მინიმუმის მიღების კალენდარული წელი ------------
ბანკის დასახელება _________________________________________________________________
ანგარიშის ნომერი
|
|
|
|
დეკლარირებული თანხა
პირის დავალიანების გათვალისწინებით დაბრუნებას ექვემდებარება
|
|
თარიღი: „__“ „____________“ 20 წელი“
* შენიშვნა: აღნიშნული უჯრის შევსება სავალდებულოა. აღნიშნეთ „V“ ნიშნით.“.
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|