სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იბერია ავტოჰაუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1240
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1240

2014 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იბერია ავტოჰაუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 800.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.72.14.034.504) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „იბერია ავტოჰაუსს“ (ს/კ 236081832).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ან/და მის მომიჯნავედ მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 01.72.14.034.795) პირადად ან/და მესამე  პირის  მეშვეობით   „AUDI-ს“  ფირმის  საავტომობილო მაღაზიისა და სერვისცენტრის მშენებლობა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს  24 (ოცდაოთხი) თვეში;

გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვეში ;

დ) ამ განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვეში არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.

 3. შპს „იბერია ავტოჰაუსი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას, უნდა აღემატებოდეს  4 (ოთხი) თვით.

 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს      კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იბერია ავტოჰაუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იბერია ავტოჰაუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იბერია ავტოჰაუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იბერია ავტოჰაუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 15.07.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1240. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017443.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იბერია ავტოჰაუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იბერია ავტოჰაუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1240, 15.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017443 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2441859/