„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №42 |
|
2014 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2011; 190020060.22.027.016227) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საბჭო შედგება, სულ მცირე, ხუთი წევრისაგან.“.
2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი. საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ ან მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით. სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით სავალდებულია საბჭოს სარეზერვო წევრების ინფორმირება.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საბჭო უფლებამოსილია განიხილის საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.“;
გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. თუ სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა რაოდენობა, ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ან საბჭოს წევრთა სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, შემცირდება ნახევარზე მეტად, საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს მუშაობაში, ხმის უფლებით, საბჭოს სარეზერვო წევრების, სულ მცირე, იმ რაოდენობით ჩართვის შესახებ, რაც საკმარისი იქნება საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭო იკრიბება მომდევნო სამუშაო დღეს იმავე დღის წესრიგით.“.
დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.“.
4. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო წინადადება ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა, საბჭო, გრანტის გამცემთან შეთანხმებით, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ.“.
5. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განმცხადებელს უფლება აქვს ერთ მიმართულებაზე (ლოტზე) წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო წინადადება.“.
6. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. გადაწყვეტილების მიღების ვადა საგრანტო წინადადებების შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|