არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - პროფესიული კოლეჯი „იკაროსისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1395
2014 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – პროფესიული კოლეჯი „იკაროსისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე-2 პუნქტისშესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ– პროფესიულ კოლეჯ „იკაროსს“ (ს/კ 211351071) იჯარის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 50 (ორმოცდაათი) ლარი, გადასცეს ქალაქ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ №4-ში (ნაკვეთი№1/97) მდებარე უძრავი ქონებიდან (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.10.11.001.097), შენობა-ნაგებობა №1-დან – ფართობი 9601 კვ.მ, №2-დან – ფართობი 2273.61 კვ.მ და ნაგებობა №3, შენობა-ნაგებობები №5 და №6 – საერთო ფართობით 2135 კვ.მ.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) საიჯარო ქირის გადახდა;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით სარგებლობაში გადაცემული ქონების ბაზაზე საგანმანათლებლო პროფილის საქმიანობის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მისი მოქმედების განმავლობაში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა –სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - პროფესიული კოლეჯი „იკაროსისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - პროფესიული კოლეჯი „იკაროსისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2014.
- როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - პროფესიული კოლეჯი „იკაროსისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - პროფესიული კოლეჯი „იკაროსისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 07.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1395. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017520.
- სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - პროფესიული კოლეჯი „იკაროსისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - პროფესიული კოლეჯი „იკაროსისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1395, 07.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017520 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2463657/