„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3939
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.05.001.002.458
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:

     „მუხლი 371. 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრების მიერ კომპენსაციის მიღების სამართლებრივი რეგულირება

1. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპენსაციის სახით მიიღონ ის თანხა, რომლის საპარლამენტო პენსიის სახით მიღების უფლებაც მათ წარმოეშვათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ არ უსარგებლიათ ამ უფლებით და არ მიუღიათ შესაბამისი თანხა. ამასთანავე, კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის ოდენობის გაანგარიშებისას კომპეტენტურმა ორგანომ გაცდენილი ვადის ათვლა დაიწყოს 2002 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაციის სახით აღნიშნული თანხის მიღების უფლება აქვთ, თუ აკმაყოფილებენ კომპენსაციის მისაღებად ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და კომპეტენტურ ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავენ 2007 წლის 20 იანვრამდე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის კომპეტენტური ორგანო შესაბამისი კომპენსაციის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული გრაფიკით 2008 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2010 წლის 1 იანვრისა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3939–რს