ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1516
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017620
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1516

2014 წლის 3 სექტემბერი 

ქ. თბილისი

ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

 დამტკიცდეს თანდართული „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          ირაკლი ღარიბაშვილი

 

📎 დანართები (1)
1516-1 danarti 03.09.2014.doc DOC

დანართი

ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა

| |

| |

| | | | | | | |1

|პოლიტიკური დიალოგის მიზანია იმუშაოს სხვადასხვა ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი წახალისების მიზნით.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 3; პარაგრაფი 2) |თანამშრომლობა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის ფარგლებში |საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |2 | |მაღალი დონის შეხვედრების გამართვა |საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |3 | |რეგიონული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა |საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი |

| |4 | |საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება |საგარეო საქმეთა სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |5 |მართლმსაჯულების სექტორის შემდგომი რეფორმირება, კერძოდ: სასამართლო სისტემისა და პროკურატურის, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა, რომლებიც თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური, თუ სხვა არამართლზომიერი ჩარევისაგან; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და გაგრძელება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა (ii)) |იუსტიციის უმაღლესი სკოლის კომპეტენციის გაძლიერება სტრატეგიული განვითარების დოკუმენტისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებითა და განხორციელებით:

1) მოსამართლეებისთვის პროფესიული ტრეინინგების ჩატარება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე;

2) სასამართლოს მოხელეებისთვის პროფესიული ტრეინინგების ჩატარება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე |იუსტიციის უმაღლესი სკოლა |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |6 | |პროკურორების გადამზადება სასამართლო უნარ-ჩვევებში;

პროკურორების გადამზადება საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდის კუთხით;

პროფესიული გადამზადების კურსი |მთავარი პროკურატურა

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |7 |სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ზუსტად განსაზღვრული კრიტერიუმებითა და პრიორიტეტებით, რომელიც მოიცავს, მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნისა და გადამზადების პოლიტიკისა და სამოსამართლო საქმიანობის სათანადოდ განხორციელებისათვის ადეკვატური რესურსების განსაზღვრას.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; მართლმსაჯულება)

|სასამართლო სისტემის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება სასამართლო სისტემის და

მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტირების მიზნით |იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საერთო სასამართლოები |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორის დახმარება | | |8 | |მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და დანერგვა |იუსტიციის უმაღლესი საბჭო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |9 | |მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემის დახვეწა და დანერგვა |იუსტიციის უმაღლესი საბჭო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორის დახმარება | | |10 | |მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმებისა და პროცედურების შემუშავება |იუსტიციის უმაღლესი საბჭო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |11 | |საერთო სასამართლოების სისტემაში თანამშრომელთა (მოსამართლეები, აპარატი) რაოდენობის და ფინანსური რესურსების ადეკვატურობის განსაზღვრა და დანერგვა |იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საერთო სასამართლოები |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორის დახმარება | | |12 |II) მართლმსაჯულების სექტორის შემდგომი რეფორმირება, კერძოდ: სასამართლო სისტემისა და პროკურატურის, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა, რომლებიც თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური, თუ სხვა სახის არამართლზომიერი ჩარევისგან; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და გაგრძელება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა) |საქმეთა განაწილების საკითხის დარეგულირება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით |იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საერთო სასამართლოები |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორის დახმარება | | |13 | |საერთო სასამართლოების მოსამართლეთა გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის გაზრდა შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებით |უზენაესი სასამართლო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორის დახმარება | | |14 | |სასამართლო სისტემაში ხარისხის და ეფექტიანობის განმსაზღვრელი სტანდარტებისა და შეფასების მეთოდების დანერგვა |იუსტიციის უმაღლესი საბჭო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორის დახმარება | | |15 | |მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის რეფორმირება;

მოსამართლეთა ეთიკის ახალი კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება |იუსტიციის უმაღლესი საბჭო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |16 | |მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების სრულყოფა |იუსტიციის უმაღლესი საბჭო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |17 | |იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობისა და გამჭირვალობის გაზრდის მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა;

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკონსულტაციო საბჭოს შექმნა იურიდიული პროფესიისა თუ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით |იუსტიციის უმაღლესი საბჭო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |18 | |საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა |იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საერთო სასამართლოები |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორის დახმარება | | |19 |არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, რათა დაცულ იქნეს ბავშვთა უფლებები.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; მართლმსაჯულება) |არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება |იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის სამინისტრო

სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორის

დახმარება

| | |20 |სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების უზრუნველყოფა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; მართლმსაჯულება)

|საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მის საფუძველზე შექმნილი პრეცედენტული სამართლის გამოყენების ხელშესაწყობად, დამატებითი ღონისძიებების შემუშავება და მათი იმპლემენტაცია და უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის კომპეტენციის გაძლიერება |იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საერთო სასამართლოები |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორის დახმარება

| | |21 | |სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხზე სიღრმისეული ცოდნის მისაღებად, შესაბამისი სწავლების უზრუნველყოფა, მოსამართლეთა შეხვედრების, დისკუსიებისა და სემინარების ხელშეწყობა;

ამავე მიზნით პროკურატურისა და ადვოკატურის წარმომადგენლებთან ქმედითი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობა |იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საერთო სასამართლოები

იუსტიციის უმაღლესი სკოლა |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორის

დახმარება | | |22 |მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის გაზრდა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; მართლმსაჯულება) |მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტების უზრუნველყოფა მართლმსაჯულების და ადმინისტრირების სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით |იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საერთო სასამართლოები |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორის

დახმარება | | |23 |სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება გამოკვეთილი მიზნებითა და პრიორიტეტებით, რომელიც უნდა მოიცავდეს მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გადამზადების პოლიტიკას და შესაბამის რესურსებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო მოხელეთა კომპეტენტურობა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; მართლმსაჯულება) |შესაბამისი კანონპროექტების შემუშავება და პარლამენტისათვის წარდგენა |იუსტიციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |24 |გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ამასთან ერთად, მოხდეს სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში მხარეების თანასწორობის გაზრდა და ისეთი საკითხების განხილვა და სამართლებრივი წინადადებების წარმოდგენა, როგორებიცაა:

- მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის გაზრდა;

- სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების უზრუნველყოფა;

- დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა;

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, რათა დაცულ იქნეს ბავშვთა უფლებები;

- საპროცესო გარიგების სისტემის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის და ევროსაბჭოს/ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან;

- სისხლის სამართლის პროცესში მსხვერპლის სტატუსი და უფლებები.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; მართლმსაჯულება) |შესაბამისი კანონპროექტების შემუშავება და პარლამენტისათვის წარდგენა |იუსტიციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |25 | |სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების პროექტის მომზადება |იუსტიციის სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |26 | |საპროცესო შეთანხმების რეფორმა |იუსტიციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი |საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტშია განხილვისათვის წარდგენილი | |27 | |საკანონმდებლო ცვლილებები დაზარალებულთა უფლებების განმტკიცების მიზნით |იუსტიციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი |საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტშია განხილვისათვის წარდგენილი | |28 | |არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მომზადება |იუსტიციის სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

UNICEF

ევროკავშირი | | |29 |ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად პროფესიონალური პროკურატურა (მათ შორის, თანამშრომელთა შესაბამისი გადამზადების გზით) რომელიც თავისუფალი იქნება, როგორც პოლიტიკური პარტიის, ასევე, სხვა არამართლზომიერი ზეგავლენისგან.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; მართლმსაჯულება) |პროკურორების გადამზადება სასამართლო უნარ-ჩვევებში;

პროკურორების გადამზადება საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდის კუთხით;

პროფესიული გადამზადების კურსი |მთავარი პროკურატურა

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

|სასურველია დამატებითი სახსრები

| |30 |უზრუნველყოფილ იქნეს სისხლის სამართლებრივი დევნის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად განხორციელება, პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართალი.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; მართლმსაჯულება)

|პროფესიული გადამზადების კურსი |მთავარი პროკურატურა

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

|სასურველია დამატებითი სახსრები

| |31 |სისხლის სამართლის სფეროში გაგრძელდეს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პოლიტიკა; ხელი შეეწყოს ისეთ მიდგომებს, როგორებიცაა: არასაპატიმრო სასჯელი, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, აქტიურად იქნეს გამოყენებული პრობაცია, თავდებით ნაადრევი გათავისუფლება, განრიდება და მედიაცია.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; მართლმსაჯულება) |ტრეინინგი განრიდებასთან და მედიაციასთან დაკავშირებით

|მთავარი პროკურატურა

იუსტიციის სამინისტრო

სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირის მხარდაჭერა |სასურველია დამატებითი სახსრები

| |32 | |პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმის შემდგომი განვითარება |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |33 | |ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის ზრდა, მათ შორის, ქალი პატიმრებისთვის ადგილობრივი საბჭოს შექმნა

|სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |34 | |სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების/კომისიების მიერ დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის რაოდენობის და მიღებულ გადაწყვეტილებათა ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |35 | |თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების გახსნა |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |36 | |რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმარების დანერგვა №16 და №5 დაწესებულებებში |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |37 | |ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ეფექტურობის ამაღლება |იუსტიციის სამინისტრო

სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |38 |გაიზარდოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობა; უზრუნველყოფილ იქნეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ყოვლისმომცველი პროფესიული გადამზადება ეთიკურ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; მართლმსაჯულება) |ტრენინგი ეთიკის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე |მთავარი პროკურატურა |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

|სასურველია დამატებითი სახსრები

| |39 |განვითარდეს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები (შუამდგომლობა, არბიტრაჟი).

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; მართლმსაჯულება) |არბიტრაჟის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის სფეროს მომწესრიგებელი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება და პარლამენტისათვის წარდგენა |კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |40 |განხორციელდეს ადმინისტრაციული რეფორმა, სადაც აქცენტი გაკეთდება საჯარო ადმინისტრირებასა და ანგარიშვალდებული, ქმედითი, ეფექტიანი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებაზე; და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზე.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური) |საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის დამტკიცება |სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

USAID | | |41 | |საჯარო სამსახურის მარეგულირებელი ახალი კანონპროექტის შემუშავების დაწყება |სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |42 | |საჯარო სამსახურში ანაზღაურების გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამუშაო აღწერილობების შექმნა |სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |43 | |საჯარო სამსახურში შეფასების სისტემის ანალიზი და მოდელის შერჩევა |სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |44 | |საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის, დაწინაურებისა და გათავისუფლების გამჭვირვალე და ობიექტური მექანიზმის შემუშავება |სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |45 | |თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შერჩევა |სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |46 |ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1. პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური)

|ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების გატარება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მიზნით |იუსტიციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი |მუდმივად მიმდინარე პროცესი

| |47 | |ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-15 და მე-16 ოქმების ხელმოწერა და რატიფიკაცია |იუსტიციის სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |48 |ადამიანის უფლებათა და ანტი-დისკრიმინაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ხელშეწყობა სასამართლო, სამართალდამცავ, ადმინისტრაციის სისტემაში.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური) |ტრეინინგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე |მთავარი პროკურატურა |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

|სასურველია დამატებითი სახსრები | |49 |სასტიკი მოპყრობისა და წამების წინააღმდეგ, ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახლება და მათი განხორციელებისთვის ძალისხმევის გაძლიერება დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; სასტიკი მოპყრობა და წამება) |წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და მისი განხორციელების დაწყება |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |50 |სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციაში, სამხედრო, თუ სხვა დახურულ დაწესებულებებში წამებასთან და სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებების სიღრმისეული, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; სასტიკი მოპყრობა და წამება) |პროფესიული გადამზადების კურსი

|მთავარი პროკურატურა |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი |სასურველია დამატებითი სახსრები | |51 | |ბრალდებულთა/მსჯავრდებულ პირთა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ბაზის და შიდაუწყებრივი აქტების გაანალიზება ეფექტიანობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |52 | |ანალიზის საფუძველზე საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და წარდგენა, შიდაუწყებრივი აქტების გაუმჯობესება |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |53 | |სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციაში, სამხედრო, თუ სხვა დახურულ დაწესებულებებში წამებასთან და სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებების გამოძიების სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმის კონცეფციის შემუშავება |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |54 | |თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყება |თავდაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |55 | |შეიარაღებულ ძალებში ძალადობისა და ძალის მუქარის გამოყენების ყოველგვარი შესაძლო ფორმის აღმოფხვრის მიზნით, სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვა- მონიტორინგი |თავდაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |56 |სასჯელაღსრულების სისტემის, პოლიციის, სამხედრო და სხვა დახურული დაწესებულებების ეფექტიანი შიდა და გარე მონიტორინგის შემდგომი გაძლიერება, ძალადობისა და სასტიკად მოპყრობის ფაქტების ადრეული გამოვლენისა და მათი პრევენციის მიზნით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; სასტიკი მოპყრობა და წამება)

|მონიტორინგის მექანიზმის მეთოდოლოგიის შემდგომი დახვეწა და პრაქტიკაში იმპლემენტაცია

|სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |57 | |ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მდგომარეობისა და მათ მიმართ მოპყრობის შიდა მონიტორინგის (ინსპექტირება) საქმიანობის გაუმჯობესება საკანონმდებლო და შიდაუწყებრივი რეგულირებით |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |58 | |საპატიმრო და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში აუდიო-ვიდეო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |59 | |თავისუფლებააღკვეთილ პირთა მდგომარეობისა და მათი მოპყრობის გარე მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |60 | |თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ფუნქცია-მოვალეობების გადახედვა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება |თავდაცვის სამინისტრო |2014-2015 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |61 |სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვისა და პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება. დახურულ დაწესებულებებში ან მსგავსი დაწესებულებებისთვის მომუშავე სამედიცინო პერსონალის უნარების განვითარება და მათთვის შესაძლებლობის მინიჭება, მონაწილეობა მიიღონ სასტიკი მოპყრობის დაგმობასა და შესაბამისი ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოებისთვის მიწოდებაში.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; სასტიკი მოპყრობა და წამება)

|უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამის შემუშავება სამედიცინო პერსონალისთვის

|სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |62 | |პერსონალის მომზადება პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში არსებული რისკების და სპეციფიკის გათვალისწინებით (კრიზისული სიტუაციების მართვა, კონფლიქტის, აგრესიის, ძალადობის პრევენცია და მართვა, თვითდაზიანება, შიმშილობა და სხვა) |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |63 | |ამბულატორიული სერვისების რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურით |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |64

65 | |პატიმართათვის სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების პაკეტის შემუშავება |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | | | |სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებაზე რეფერირების მექანიზმის შემდგომი დახვეწა და ინსტიტუციონალიზაცია - პროცესის მართვის დეტალური სახელმძღვანელოს და რეგულაციის შექმნა |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |66 | |სტომატოლოგიური ინფრასტრუქტურის განახლება |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |67 | |ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინტეგრირებული მოდელის დანერგვა და განვითარება

|სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |68 | |წამალდამოკიდებულება და ნარკოლოგიური სერვისები: პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ზიანის შემცირება

|სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |69 | |სამედიცინო პერსონალის როლის გაძლიერება წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საქმეში

|სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |70 | |ქალ პატიმართა სპეციფიურ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო სერვისების მიწოდება (კიბოს სკრინინგი, ორსულობის სკრინინგი და სხვა) |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |71 | |პენიტენციური პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და აღჭურვის სტანდარტის შენარჩუნება და განვითარება |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |72 | |შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფა |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |73 |გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; თანასწორი მოპყრობა) |გენდერულ თანასწორობაზე კურიკულუმის შემუშავება და ტრეინინგების ჩატარება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ოჯახურ ძალადობასაც შეეხება |იუსტიციის უმაღლესი სკოლა |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |74 | |გენდერული თანასწორობის სტრატეგიის განხორციელება |თავდაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |75 |ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის იმპლემენტაციის გაძლიერება, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება, როგორც ზოგადად მოსახლეობაში, ისე სპეციფიურ პროფესიულ ჯგუფებში, როგორიცაა პოლიცია, და განსაკუთრებით, სოფლებსა და უმცირესობების დასახლების ადგილებში. მსხვერპლთათვის საკონსულტაციო მომსახურებებსა და თავშესაფრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; თანასწორი მოპყრობა) |ოჯახური ძალადობის აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობის სრულყოფა და ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო სამართალლებრივ ნორმებთან ჰარმონიზება, შესაბამისი ინსტიტიციური მექანიზმების დანერგვა და საზოგადოების (მიზნობრივი ჯგუფების) ინფორმირებულობის გაზრდა |შრომის,

ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |76 |ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება და მოწყვლადი ჯგუფების ბავშვებისთვის შედარებით მაღალი პრიორიტეტის მინიჭება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; ბავშვთა უფლებები) |ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ადმინისტრირების სქემის გადახედვა/დახვეწა |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

UNICEF | | |77 |არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; ბავშვთა უფლებები)

|არასრულწლოვანთათვის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის გაუმჯობესება

|სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო

სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |78 | |არასრულწლოვანთათვის სპეციალური საცხოვრებელი პირობების შექმნა |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორთა დახმარება | | |79 | |არასრულწლოვანთათვის საჭიროებათა ეტაპობრივი გათვალისწინება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |80 |ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ბავშვთა უფლებების თვალსაჩინოდ ჩართვა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; ბავშვთა უფლებები)

|სახელმწიფო ზრუნვაში ბავშვთა შედინების პრევენციის, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის მარეგულირებელი

ნორმატიული ბაზის სრულყოფა |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | | | | | | | | | |81 | |სოციალური აგენტებისათვის ბავშვის შეფასების და რეფერირების მექანიზმის შემუშავება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |82 | |ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების მომსახურებების განვითარება

|შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |83 | |შშმ ბავშვთა ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრების მომსახურების გაფართოება

|შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |84 | |ადრეული ჩარევის სისტემის ფორმირება ბავშვთა აბილიტაციისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |85 | |ანტისოციალური/დელიქვენტური ქცევის მქონე ბავშვებისთვის ზოგადი განვითარებისთვის ხელსაყრელი კეთილგანწყობილი სივრცის შექმნა |იუსტიციის სამინისტრო

სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |86 | |საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის შემუშავება და განხორციელება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |87 | |სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |88 |ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვების დასაცავად შესაბამის ზომებზე ყურადღების გამახვილება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1 პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; ბავშვთა უფლებები)

|ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო ცლილებებისა და შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფა |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |89 | |ძალადობის შეტყობინებაზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა

|შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |90 | |ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის მომსახურებების გაფართოება, ცხელი ხაზის ამოქმედება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |91 |ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე ევროკავშირის დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გაგრძელება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა) |ევროკავშირის განცხადებებთან საქართველოს მიერთების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის განვითარება |საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |92 |სანქციების რეჟიმებზე თანამშრომლობის განვითარება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა) |ევროკავშირის მიერ შემუშავებულ სანქციებთან დაკავშირებით თანამშრომლობის განვითარება |საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |93

|პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება კონფლიქტის პრევენციისა და კრიზისის მართვის მიმართულებით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამოქალაქო და სამხედრო კრიზისის მართვის ოპერაციებსა და CSDP სფეროში კონსულტაციებსა და წვრთნებში საქართველოს მონაწილეობის გზით (2013 წლის ნოემბერში გაფორმებული, მონაწილეობის შესახებ ჩარჩო-შეთანხმების საფუძველზე) და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში CSDP პანელის ფარგლებში.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა) |ევროკავშირის CSDP მისიებსა და ოპერაციებში, ასევე, შესაბამის წვრთნებსა და კონსულტაციებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა |საგარეო საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |94 | |ევროკავშირის CSDP მისიებსა და ოპერაციებში, ასევე, შესაბამის წვრთნებსა და კონსულტაციებში საქართველოს მონაწილეობა |თავდაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |95 | |საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ცენტრალური აფრიკის მისიაში (ერთი მსუბუქი ქვეითი ასეული, 156 მოსამსახურე) |თავდაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირის წევრი ქვეყნები | | |96 | |ქართველი ოფიცრების მონაწილეობა ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში, მალიში |თავდაცვის სამინისტრო |2014-2015 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |97 |CSDP-სთან დაკავშირებულ წვრთნებსა და კონსულტაციებში საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა (რეგულარული ორმხრივი კონსულტაციებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში CSDP პანელის ფარგლებში).

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა)

|„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ CSDP-ის პანელის სამოქმედო გეგმის განხორციელება |სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |98 | |კვალიფიციურ ექსპერტთა ბაზის შექმნა;

• პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარების აქტივობებში შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

• შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება საერთაშორისო მისიებში (სამოქალაქო და სამხედრო ოპერაციები) საქართველოს მონაწილეობის შესახებ |შინაგან საქმეთა სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |99 |ტერორიზმის დაფინანსების თაობაზე ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებში განსაზღვრული სტანდარტების შესრულება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და იარაღის უკანონო ექსპორტი) |ტერორიზმის დაფნინასებასთან დაკავშირებით FATF-ის 2012 წლის მე-6 სპეციალური რეკომენდაციით (ტერორიზმთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული ფინანსური სანქციების შესახებ) გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება

|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |100 |მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობა და აღნიშნულ საქმეში წვლილის შეტანა, საერთაშორისო განიარაღებისა და გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მათი არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებისა და ეროვნულ დონეზე მათი იმპლემენტაციის გზით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და იარაღის უკანონო ექსპორტი) |მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობა, განიარაღებისა და გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების მონიტორინგი

|საგარეო საქმეთა სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |101 |მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ტვირთების ეროვნული ექსპორტისა და ტრანზიტის კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, მასობრივი განადგურების იარაღის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე საბოლოო გამოყენების კონტროლის ჩათვლით, ექსპორტის კონტროლის დარღვევებზე ეფექტიანი სანქციებით. (ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და იარაღის უკანონო ექსპორტი) |მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ტვირთების ეროვნული ექსპორტისა და ტრანზიტის კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, მასობრივი განადგურების იარაღის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე საბოლოო გამოყენების კონტროლის ჩათვლით, ექსპორტის კონტროლის დარღვევებზე ეფექტიანი სანქციებით

|საგარეო საქმეთა სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |102 |ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება, სამხედრო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ექსპორტის კონტროლის შესახებ ევროკავშირის ერთიანი პოზიციის ჭრილში. იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მარაგების განადგურების კუთხით თანამშრომლობის განვითარება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და იარაღის უკანონო ექსპორტი) |საქართველოს კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ |თავდაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |103 | |საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ |თავდაცვის სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |104 | |საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ |თავდაცვის სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |105 |ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების (NPT) სამივე სვეტის დაბალანსებული გზით შესრულებაში წვლილის შეტანის გაგრძელება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და იარაღის უკანონო ექსპორტი) |ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების (NPT) სამივე სვეტის დაბალანსებული გზით შესრულებაში წვლილის შეტანის გაგრძელება

|საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |106 |გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 2013 წლის 2 აპრილს მიღებული, იარაღით ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისა და რატიფიკაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და იარაღის უკანონო ექსპორტი) |იარაღით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მიერთებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება

|საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |107 |2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და მისი შემდგომი საიმპლემენტაციო ზომების სრულად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ძალისხმევის გაგრძელება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება) |შეთანხმების შესრულების მიზნით, ძალისხმევის გაგრძელება, საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვა, შეთანხმების დარღვევებზე რეაგირება

|საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |108 |ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანადავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის შენარჩუნება და მისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება) |ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის შენარჩუნება და მისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა

|საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |109 |ადგილზე ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის, მათ შორის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის სრულად შესრულების, მნიშვნელობის ხაზგასმა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება) |ადგილზე ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის, მათ შორის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის სრულად შესრულების, მნიშვნელობის ხაზგასმა

|საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |110 |ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შენარჩუნება კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით, შეთანხმებულ ფორმატებში, მათ შორის, კონსულტაციების გამართვა, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხვინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების პროცესში შესაბამისად ჩასართავად გზების მოძიების მიზნით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება) |ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრების ჩატარება, რეგულარული კონსულტაციები და შეხვედრები ევროკავშირის დელეგაციასთან, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან და სხვა პარტნიორებთან

|საგარეო საქმეთა სამინისტრო

სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირის დახმარება

| | |111 |კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის ინტენსიფიკაცია, მათ შორის, რეგულარული პოლიტიკური დიალოგის წარმოების გზით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება)

|ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრების ჩატარება

|სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირის დახმარება | | |112 | |ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე თანამშრომლობისა და კოორდინირების ახალი ჩარჩოების მოძიება |სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირის დახმარება | | |113 | |კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის ინტენსიფიკაცია, მათ შორის, რეგულარული პოლიტიკური დიალოგის წარმოების გზით |საგარეო საქმეთა სამინისტრო

სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირის დახმარება | | |114 |კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერა, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან კონტაქტების დამყარების გზით, საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჭრილში, რომელზეც ისინი თანამშრომლობენ.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება)

|საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო დახმარების გაწევის გაგრძელება და განათლების მიღების შესაძლებლობების განვითარება |სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

საქართველოს მთავრობა |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირის დახმარება | | |115 | |ევროკავშირთან ერთად ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით ცნობიერების მეტად ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის |სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირის დახმარება | | |116 | |კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერა ყველა შესაძლო მიმართულებით |საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |117 |ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა, ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, კანონმდებლობის გადახედვა, როგორიცაა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება) |კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის მიღება

|სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტრო

საქართველოს მთავრობა |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორთა დახმარება

| | |118 |საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილას უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით მუშაობა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება) |ძალისხმევის გაგრძელება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილას უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხების მოგვარებაში |საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |119 |საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებიდან გამომდინარე სარგებელისა და შესაძლებლობების, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის გაზიარების მიზნით, შესაბამისი გზების მოძიება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება) |ასოცირების შესახებ შეთანხმების და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის, ასევე, მათგან გამომდინარე სარგებლის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებისათვის საინფორმაციო ბროშურების მომზადება/გავრცელება და სატელევიზიო რგოლების მომზადება/გაშვება, მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე |სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

საქართველოს მთავრობა

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება

| | |120 | |შეხვედრების გამართვა მედიის და შესაბამისი ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგთან დაკავშირებული სარგებლის განსახილველად |სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

საქართველოს მთავრობა |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |121 |კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებში, ხალხთა შორის კონტაქტების, ნდობის აღდგენისა და შერიგების ძალისხმევის გაძლიერების მიზნით, ზომების გატარება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება)

|დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მხარდაჭერის გაგრძელება და განვითარება

|სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |122 | |ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების მხარდაჭერა

|სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |123 | |საკოორდინაციო მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირების მხარდაჭერის გაგრძელება |სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |124 | |ხალხთა შორის კონტაქტების მხარდაჭერისა და ადგილობრივი ინიციატივების წახალისების მიზნით, დონორთა დამატებითი დახმარების მოძიება |სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |125 |მხარეები კოორდინაციას გაუწევენ, ასევე, სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მათ ძალისხმევას ხელი შეუწყონ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მათ შორის, ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 9; პარაგრაფი 3) |შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ძალისხმევის კოორდინაცია, ხელი შეუწყონ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მათ შორის, ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით |საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |126 |სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის გაგრძელება, რომის სტატუტისა და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტების განხორციელების მეშვეობითა და მისი ერთიანობის დაცვის მიმართ სათანადო ყურადღების გამახვილებით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო) |სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის 2010 წლის (ე.წ. კამპალას) ცვლილების საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარების ინიცირება და შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება. |იუსტიციის სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |127 |სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო) |პერიოდული ანგარიშის წარდგენა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის

|მთავარი პროკურატურა

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |128 |პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვის უზრუნველყოფა ევროპული სტანდარტების შესაბამისად და შესაბამისი საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისადმი პატივისცემის გაზრდის მიმართულებით, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში; მონაცემთა დაცვის სტანდარტების კერძო სექტორზე გავრცელების უზრუნველყოფა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; პერსონალურ მონაცემთა დაცვა) |საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების მიღება და ამოქმედება, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პარლამენტის მიერ დანიშვნისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების თაობაზე |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |129 | |პერსონალური მონაცემების პოლიციის მიზნებისათვის დამუშავებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზედამხედველო ორგანოს შექმნა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის R(87)15 რეკომენდაციის შესაბამისად |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |130 | |„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სრული ამოქმედება კერძო სექტორის მიმართ |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |131 | |საჯარო დაწესებულებების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელება კანონქვემდებარე აქტების, შიდა რეგულაციების, პროცედურებისა და პრაქტიკის პერსონალური მონაცემების დაცვის წესებთან შესაბამისობაში მოყვანის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |132 | |თემატური და სექტორული სახელმძღვანელოების და რეკომენდაციების შემუშავება |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |133 | |ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი წესების შემუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ და ეთიკურ სტანდარტებზე დამყარებული ინსპექტირების მეთოდოლოგიის შემუშავება |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |134 | |საჯარო სექტორის მსხვილი ან/და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამმუშავებლებისა და უფლებამოსილი პირების ინსპექტირება ინსპექტორის ინიციატივით |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |135 | |მონაცემთა დამმუშავებლების შემოწმება მოქალაქეთა განაცხადების საფუძველზე |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |136 |მონაცემთა დაცვის ორგანოს (ინსპექტორის აპარატის) შესაძლებლობების გაძლიერების გაგრძელება და ყველა სექტორში, განსაკუთრებით, სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა დაცვის სტანდარტების გამოყენების კონტროლი, მონაცემთა დაცვის ორგანოს დამოუკიდებლობისა და მისი შესაბამისი რესურსებით აღჭურვის უზრუნველყოფა, რაც ამ უკანასკნელს მისცემს საშუალებას, შეასრულოს, ადეკვატური ძალაუფლებითა და მოვალეობებით აღჭურვილი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანოს როლი.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; პერსონალურ მონაცემთა დაცვა) |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დამოუკიდებელი და მოქალაქეთათვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებული ფართით უზრუნველყოფა |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |137 | |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესაბამისი ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა, აპარატის თანამშრომლების საშტატო ერთეულების რიცხვის გაზრდა |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |138 | |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესაბამისი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა, აპარატის ბიუჯეტის გაზრდა |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |139 |პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გაუმჯობესება და მისი დარღვევის ფაქტების გამოძიება; პერსონალურ მონაცემთა, კანონის შესაბამისად მართვის უზრუნველყოფა, საჭიროების, პროპორციულობის და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით და ადეკვატური ზედამხედველობის პირობებში.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; პერსონალურ მონაცემთა დაცვა) |პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა ნორმატიულ აქტებში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და მათი პრაქტიკაში იმპლემენტაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (87) 15 რეკომენდაციისა და ევროპის კავშირის 2008 წლის 27 ნოემბრის ჩარჩო გადაწყვეტილების (2008/977/JHA) იმპლემენტაციის მიზნით |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |140 |მონაცემთა დაცვასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომისთვის მის მნიშვნელობაზე უწყვეტი და მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის წარმართვა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; პერსონალურ მონაცემთა დაცვა) |საჯარო მოხელეების ტრეინინგი და სწავლება პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |141 | |კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრეინინგების შეთავაზება |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |142 | |პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ვებ-გვერდის, მედიის, ვიდეო-რგოლების, საინფორმაციო ბროშურების, ბუკლეტების და სხვა საბეჭდი მასალის შემუშავებისა და გავრცელების გზით |პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |143 |საქართველოს 2013-2015 წლების მიგრაციის სტრატეგიის და თანმდევი სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; მიგრაცია და თავშესაფარი) |მიგრაციის სტრატეგიის განახლების დაწყება სადღეისოდ არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესაბამისად |იუსტიციის სამინისტრო

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების საააგენტო

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |144 |მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობის კონსოლიდაცია, ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სტატუსის განსაზღვრისა და უფლებათა დაცვისთვის სამართლიანი პროცედურების ხელმისაწვდომობას.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; მიგრაცია და თავშესაფარი) |თავშესაფრის სისტემის სამართლებრივი ჩარჩოს განვითარების ფარგლებში მზადდება „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები

|ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |145 | |თავშესაფრის მაძიებელთათვის სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის ამოქმედება

|ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |146 | |თავშესაფრის მაძიებელთათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობების გაცემა |ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |147 |მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხები)

|მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს კოორდინირებით კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ IOM-თან და ICMPD-თან ერთად მიგრაციის ანალიტიკური სისტემის ძირითად მიმართულებათა კონცეფციის შემუშავება და განხორციელება, საექსპერტო მისიის მოწვევა საქართველოში |იუსტიციის სამინისტრო

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების საააგენტო

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |148 |მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის გაძლიერების გაგრძელება, მოწყვლადი ჯგუფის მიგრანტების ნებაყობლობითი დაბრუნების დასახმარებელი პროგრამების შემუშავება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; მიგრაცია და თავშესაფარი) |„სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის თემატური ჯგუფის ფარგლებში“ იგეგმება მოლაპარაკება აღნიშნულ ჯგუფში ჩართულ

უწყებებთან, მოწყვლად მიგრანტთა მხარდამჭერი პროგრამების

შემუშავებაზე და განვითარებაზე |ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |149 |ევროკავშირი-საქართველოს რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მექანიზმების შემუშავება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; მიგრაცია და თავშესაფარი) |რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმების ხელმოწერის მიზნით, თანამშრომლობის გაგრძელება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან;

• პარტნიორ ქვეყნებში რეადმისიის განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელი უწყებების საკონტაქტო პუნქტების შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება;

• რეადმისიის განაცხადების განხილვა და რეაგირება რეადმისიის შეთანხმებებითა და საიმპლემენტაციო ოქმებით განსაზღვრულ ვადებში |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |150 | |ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენის ელექტრონული სისტემის ჩამოყალიბება;

• სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის შემუშავება;

• შსს-ს მიგრაციის სამსახურის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცება;

• შსს-ს მიგრაციის სამსახურის შექმნა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციური მოვალეობების განსაზღვრა;

• შსს-ს მიგრაციის სამსახურის თანამშრომელთა ეტაპობრივი გადამზადება |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |151 |ყოვლისმომცველი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის რეფერალური მექანიზმის შემუშავება და განხორციელება, საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციისა და მიგრანტების დაბრუნების საკითხზე მომუშავე სამთავრობო უწყებების, მათ შორის, მობილურობის ცენტრის, ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; მიგრაცია და თავშესაფარი) |საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია |ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |152 |არალეგალური მიგრანტებისთვის დროებითი საცხოვრებელი ცენტრის შექმნა და მისი ოპერაციული შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; მიგრაცია და თავშესაფარი)

|დროებითი განთავსების ცენტრის მშენებლობის დასრულება;

• უცხოელთა დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანის წესის დამტკიცება;

• მიგრაციის სამსახურის დროებითი განთავსების ცენტრის თანამშრომელთა ეტაპობრივი გადამზადება |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |153 |ევროკავშირში მობილობისა და მიგრაციის საკითხზე უწყვეტი და მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის ორგანიზების გაგრძელება, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდება მიგრანტების უფლებებსა და მოვალეობებზე, ევროკავშირის შრომის ბაზრის ხელმისაწვდომობაზე (მათ შორის, ევროკავშირის საიმიგრაციო პორტალის საშუალებით).

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; მიგრაცია და თავშესაფარი) |ევროკავშირთან და ICMPD-თან თანამშრომლობით პუბლიკაციების მომზადება თემებზე:

ა) მიგრაციის გზამკვლევი, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას მიგრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის ირგვლივ;

ბ) მიგრაციის სახელმძღვანელო, რომელიც გამოყენებული იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების მიერ მიგრაციის საგნის სწავლებისას |იუსტიციის სამინისტრო

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების საააგენტო

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |154 |მხარეები უზრუნველყოფენ შემდეგი დოკუმენტების სრულ იმპლემენტაციას:

(a) „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს; და

(b) „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმება, რომელიც ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს.

(ასოცირების შესახებ შეთანმება; მუხლი 16.1) |საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ და „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებების ეფექტიანი შესრულების და მონიტორინგის კუთხით |საგარეო საქმეთა სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |155 | |გაგრძელდება მუშაობა, რათა მოხდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი სამსახურების რეადმისიის მართვის ელექტრონულ პროგრამაში ჩართვა

|საგარეო საქმეთა სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |156 |მხარეები გააგრძელებენ მცდელობას, გაზარდონ მოქალაქეთა მობილურობა და გადადგამენ ეტაპობრივ ნაბიჯებს ერთობლივი მიზნის, კერძოდ, შესაბამის ეტაპზე უვიზო რეჟიმის შემოღების მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ დაცული იქნება ორფაზიანი „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული კარგად მართული და უსაფრთხო მობილურობის პირობები.

(ასოცირების შესახებ შეთანმება; მუხლი 16.2) |სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა |საგარეო საქმეთა სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |157 |საზღვრის ინტეგრირებული მართვის მრავალწლიანი სტრატეგიისა და 2013 წლის შემდგომი პერიოდისთვის მისი თანმხლები სამოქმედო გეგმის შემუშავება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; საზღვრის მართვა) |ეროვნული ინტეგრირებული საზღვრის მართვის (IBM) სტრატეგიის შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |158 |საქართველოს არაბიომეტრიული პასპორტების ეტაპობრივი ამოღება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; საზღვრის მართვა). |საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის განაცხადების წარდგენის შესაძლებლობის შექმნა

|იუსტიციის სამინისტრო

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

საგარეო საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |159 |სასაზღვრო შემოწმებების და საზღვრის ზედამხედველობის მაღალი დონის შენარჩუნება და ეფექტიანი უწყებათაშორისი თანამშრომლობის განვითარება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; საზღვრის მართვა)

|საქართველოს შსს-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, სამუშაო ჯგუფების დაარსება/რეგულარული შეხვედრების ორგანიზება |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |160 | |საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის მშენებლობის დასრულება და ცენტრის საქმიანობის წესის შემუშავება |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |161 | |საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა და საბჭოს მუშაობის რეგლამენტის შემუშავება |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |162 |მწვანე საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომი განვითარების მიმართულებით, ძალისხმევის გაზრდა, ყოვლისმომცველი საჭიროების შეფასების შედეგად.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; საზღვრის მართვა)

|სახელმწიფო სახმელეთო საზღვრებზე არსებული შესაძლებლობების ფართომასშტაბიანი შეფასება/შესაბამისი შემფასებელი მისიის ორგანიზება, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს საჭიროებებს ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების კუთხით |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |163 | |შეფასების ანგარიშით განსაზღვრული საჭიროებების დაფარვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების/საქმიანობების დაგეგმვა/განხორციელება;

შსს-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის შესაძლებლობების განვითარების მიზნით, არსებული სიტუაციის შეფასება და საჭიროებების იდენტიფიცირება |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |164 |ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელებისათვის ძალისხმევის გაძლიერება; სახელმწიფო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და გამოძიებისათვის.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა) |ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ახალი სამოქმედო გეგმის მომზადება და დამტკიცება |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |165 | |პროფესიული ტრეინინგების უზრუნველყოფა პროკურორებისათვის, გამომძიებლებისათვის ტრეფიკინგის შესახებ |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |166 | |ეფექტიანი და პროაქტიული გამოძიებების წარმოების მიზნით, მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |167 | |გამომძიებლებისათვის/ოპერატიული მუშაკებისათვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების (SOPs) შემუშავება და დამტკიცება |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |168 | |საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საინფორმაციო შეხვედრების, ტელე და რადიო გადაცემების, საინფორმაციო ბროშურების გავრცელება |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |169 | |ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვა

|შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |170 | |ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნება მუდმივ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და მათი რეაბილიტაცია |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |171 | |არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |172 | |პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გაგრძელება |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |173 |ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ეროვნული სტრატეგიისა და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება, ამავდროულად, სტრატეგიის მოქმედების ვადის 2015 წლის შემდგომ გაზრდის შესაძლებლობის გათვალისწინება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; ბრძოლა უკანონო ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ) |ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტარტეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |174 | |კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შესახებ კანონმდებლობის შესწავლა მათი შემდგომში საერთაშორისო სატანდარტებთან მიახლოების მიზნით |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |175 | |ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ფუნქციონირებისათვის საკანონმდებლო და რეგულატორული ბაზის შემუშავება და მისთვის ინფრასტრუქტურისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების უზრუნველყოფა |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |176 | |ევროკავშირის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრსა და საქართველოს შორის ინფორმაციის გაცვლის და თანამშრომლობის მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად კონსულტაციების გამართვა |შესაბამისი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |177 |ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ძალისხმევის გაგრძელება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა)

|ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება; შსს-ს თანამშრომელთა ტრენინგი |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |178 | |ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული შსს-ს შესაბამისი დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |179 | |ბიზნესწრეების ინფორმირება ორგანიზებული დანაშაულისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების გზით |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |180 | |ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ უწყებებს შორის რეგულარული საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |181 |ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შესაქმნელად, შემდგომი ძალისხმევის გაძლიერება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა) |„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა წრის გაფართოება |სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახური

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |182 | |„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა მიერ კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესების შემდგომი სრულყოფა |სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |183 | |„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების შემდგომი სრულყოფა, რომლებიც ინფორმაციის დაცვასა და გაცემას უკავშირდება |სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |184 | |„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების სრულყოფა, რომლებიც უჩვეულო გარიგებას უკავშირდება |სსიპ -ფინანსური მონიტორინგის სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |185 | |„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების შემდგომი სრულყოფა, რომლებიც ფიქტიურ ბანკებს უკავშირდება |სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |186 | |„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მონიტორინგის განმახორციელებელი პირების საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება ან/და არსებულის სრულყოფა |სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახური |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |187 |ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანად გამკლავების მიზნით, თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა) |ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება |შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |188 | |სამართალდამცავ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მოთხოვნის ფორმის შევსებისა და გაგზავნის წესების შემუშავება

|შინაგან საქმეთა

სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |189 |მხარეები ითანამშრომლებენ დანაშაულის და სხვა სახის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კუთხით, კერძოდ, ისეთ ტრანსნაციონალურ, ორგანიზებულ ან სხვა სახის ქმედებებთან მიმართებაში, როგორიცაა:

(e) აქტიური და პასიური კორუფცია, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 17) |ანტიკორუფციული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება |ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

(იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |190 | |ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის დახვეწა |ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |191 | |ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ადამიანური რესურსების გაზრდა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება |ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |192 | |საერთაშორისო ორგანიზაციების (GRECO, OECD, UNODC/UNCAC) რეკომენდაციების შესრულების ხელშეწყობა |ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |193 | |ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის შემუშავება |ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |194 | |ღია მმართველობის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მექანიზმის, ღია მმართველობის საქართველოს ფორუმის, ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა |ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (იუსტიციის სამინისტრო) |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |195 |სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან მიერთებისა და მათი განხორციელების გზით, კერძოდ: სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის ფარგლებში მიღებული კონვენციები, ასევე, ბავშვთა დაცვის კონვენციები, განსაკუთრებით, 1965 წლის კონვენცია „სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მომსახურების გაწევის შესახებ“, 1970 წლის კონვენცია „სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში მტკიცებულების უცხოეთში გატანის შესახებ“ და 1996 წლის კონვენცია „მშობლების პასუხისმგებლობასთან და ბავშვთა დაცვისკენ მიმართულ ზომებთან დაკავშირებული იურისდიქციის, მოქმედი კანონმდებლობის, აღიარების, აღსრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; სამართლებრივი თანამშრომლობა)

|საქართველოს ჰააგის 1980 წლის ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ კონვენციასთან მიერთების აღიარებასთან დაკავშირებთ, იმ სახელმწიფოებთან თანამშრომლობისა და მოლაპრაკების დაწყება, რომლებსაც არ აქვთ აღიარებული საქართველოს მიერთება |იუსტიციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |196 | |ჰააგის 1980 წლის ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით, პრაქტიკულ სახელმძღვანელოზე მუშაობის დაწყება |იუსტიციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |197 | |რეფერალისა და აღსრულების მექანიზმის შემუშავება და დამტკიცება ბავშვთა გატაცების საქმეებისთვის |იუსტიციის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |198 |სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარება, შესაბამის კონვენციებთან, განსაკუთრებით ევროსაბჭოს კონვენციებთან, მიერთებისა და განხორციელების გზით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; სამართლებრივი თანამშრომლობა) |ექსტრადიციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და პარლამენტში ინიცირება |მთავარი პროკურატურა

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |199 |ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (Eurojust) უფრო ახლო თანამშრომლობის დამყარება, მათ შორის, ოპერატიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის გათვალისწინება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; სამართლებრივი თანამშრომლობა) |კონსულტაციებისა და შეხვედრების გამართვა Eurojust-ის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით

|იუსტიციის სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |200 |მხარეები ითანამშრომლებენ, რათა:

• გააძლიერონ საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, მათ შორის, ევროკავშირის მოწინავე პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური ბანკის კანონმდებლობის გადასინჯვისა და ევროკავშირის ექსპერტიზით მხარდაჭერის, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკიდან, გზით;

• გამოიყენონ ევროკავშირის გამოცდილება, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკიდან, სავალუტო გაცვლითი კურსისა და ფინანსური და საბანკო სექტორის რეგულაციებისა და საზედამხედველო პოლიტიკის შესახებ და დაეხმარონ საქართველოს განავითაროს და გააძლიეროს შესაძლებლობები ყველა ამ სფეროში.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.5 ეკონომიკური თანამშრომლობა) |საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი და ნორმატიული ბაზის სრულყოფა |ეროვნული ბანკი

|2014 |ეროვნული

ბანკის ბიუჯეტი | | |201 |სახელმწიფო უწყებებში უზრუნველყონ შიდა კონტროლის სისტემის შემდგომი გაუმჯობესება დეცენტრალიზირებული მართვის პასუხისმგებლობის პირობებში, რაც მოიცავს ფუნქციონალურად დამოუკიდებელ შიდა აუდიტს, საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და მეთოდოლოგიებთან და ევროკავშირის მოწინავე პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის გზით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.5 ეკონომიკური თანამშრომლობა; სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი და გარე აუდიტი) |სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის (2015-2017წწ.) მომზადება და დამტკიცება |ფინანსთა სამინისტრო |2014 |OECD/SIGMA

ნიდერლანდების სამეფო | | |202 | |ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესის და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის შემუშავება და დამტკიცება |ფინანსთა სამინისტრო

|2014 |ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტი | | |203 | |„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების კანონპროექტის მომზადება და დამტკიცება |ფინანსთა სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |204 | |ჰარმონიზაციის ცენტრის გაძლიერების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა |ფინანსთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |205 | |შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის მომზადება და დამტკიცება |ფინანსთა სამინისტრო |2014 |GIZ | | |206 | |სისტემური და ეფექტიანობის აუდიტის აღქმისა და მისი პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერა სამინისტროებში (ტრეინინგი სისტემურ აუდიტში; პილოტური სისტემური აუდიტი) |ფინანსთა სამინისტრო

|2014 |GIZ | | |207 | |თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებით დაკომპლექტება, თანამშრომლების გადამზადება, დეპარტამენტის კონცეპტუალური ბაზის შექმნა |თავდაცვის სამინისტრო |2014-2015 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |208 |მხარეები ითანამშრომლებენ საგადასახადო სფეროში კარგი მმართველობის გაძლიერების კუთხით, ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სამართლიანი კონკურენციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; თავი 3; მუხლი 280) |საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ინფორმაციის გაცვლის პრაქტიკულ ასპექტებზე შესაბამისი რეგულაციის მიღება |ფინანსთა სამინისტრო

სსიპ - შემოსავლების სამსახური |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

IFC-ის ტექნიკური დახმარება | | |209 | |ინფორმაციის გაცვლის შეთანხმებების არეალის გაფართოება და გლობალი ფორუმის შეფასების პირველი და მეორე ფაზის გავლა |ფინანსთა სამინისტრო

სსიპ - შემოსავლების სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

IFC-ის ტექნიკური დახმარება | | | | | | | | | | |210 |მხარეები აღიარებენ და ვალდებულებას იღებენ, რომ შეასრულებენ საგადასახადო სფეროს კარგი მმართველობის პრინციპებს, როგორებიცაა მაგალითად, გამჭვირვალობის, ინფორმაციის გაცვლისა და სამართლიანი საგადასახადო კონკურენციის პრინციპებს, როგორც ეს განსაზღვრულია წევრი სახელმწიფოების მიერ ევროკავშირის დონეზე. ამ მიზნით, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოებისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეები გააუმჯობესებენ საერთაშორისო თანამშრომლობას საგადასახადო სფეროში, ხელს შეუწყობენ კანონიერი საგადასახადო შემოსავლების ადმინისტრირებას და მიიღებენ ზომებს ზემოხსენებული პრინციპების ეფექტიანი შესრულებისათვის.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; თავი 3; მუხლი 281) |ინფორმაციის ავტომატური გაცვლის დანერგვა (შესაბამისი სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ჩათვლით) |ფინანსთა სამინისტრო

სსიპ - შემოსავლების სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |211 |მხარეები ასევე გააძლიერებენ და გააღრმავებენ თავიანთ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგადასახადო სისტემისა და ადმინისტრირების განვითარებას, მათ შორის, გადასახადების შეგროვებისა და კონტროლის შესაძლებლობის გაძლიერებას, უზრუნველყოფენ გადასახადების ეფექტიან შეგროვებას და გაააქტიურებენ ბრძოლას საგადასახადო თაღლითობისა და გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ. მხარეები მიზნად ისახავენ, გააძლიერონ თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება საგადასახადო თაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად, კერძოდ კი, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) სისტემის ბოროტად გამოყენების კუთხით (კარუსელური თაღლითობა).

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; თავი 3; მუხლი 282) |რისკის ანალიზის სისტემის შემდგომი განვითარება:

- აუდიტის შერჩევის მიზნებისთვის;

- მიმდინარე კონტროლის მიზნებისათვის;

- ვალის მართვის მიზნებისათვის |ფინანსთა სამინისტრო

სსიპ - შემოსავლების სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

TWINING

საერთაშორისო სავალუტო ფონდი | | |212 | |ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობა ტვინინგის პროექტის ფარგლებში

|ფინანსთა სამინისტრო

სსიპ - შემოსავლების სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

TWINING | | |213 | |ლიტვის საგადასახადო ინსპექციასა და ფინანსთა სამინისტროს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა |ფინანსთა სამინისტრო

სსიპ - შემოსავლების სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |214 |საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXII დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; თავი 3; მუხლი 285) |დამატებული ღირებულების გადასახადის ადმინისტრირებაში საჭიროებათა და ცდომილებათა ანალიზის განხორციელება და შემდგომი საკანონმდებლო და პროცედურული ცვლილებებისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავება

|ფინანსთა სამინისტრო

სსიპ - შემოსავლების სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

TWINING

| | |215 |მოსახლეობის აღწერის ჩატარება, სოფლის მეურნეობის კომპონენტის ჩათვლით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.5 ეკონომიკური თანამშრომლობა; სტატისტიკა) |მოსახლეობის აღწერის ჩატარება, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის კომპონენტს

|სსიპ - სტატისტიკის ეროვნული სამსახური |5-19 ნოემბერი 2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |216 |სტატისტიკის შესახებ კანონის გადახედვა საქსტატის როლის, მართვის სტრუქტურისა და ანგარიშგების მექანიზმების განმტკიცების მიზნით, საერთაშორისო და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. (ასოცირების დღის წესრიგი; 2.5 ეკონომიკური თანამშრომლობა; სტატისტიკა) |„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის გადახედვა

|სსიპ - სტატისტიკის ეროვნული სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |217 |2014 წლის ბოლომდე ეკონომიკური საქმიანობების ეროვნული ნომენკლატურის შემუშავება, რომელიც შეესაბამება ევროკავშირში ეკონომიკური საქმიანობების სტატისტიკურ კლასიფიკაციას (NACE rev 2).

(ასოცირების დღის წესრიგი; 2.5 ეკონომიკური თანამშრომლობა; სტატისტიკა) |ეკონომიკური საქმიანობების ეროვნული ნომენკლატურის დამტკიცება |სსიპ - სტატისტიკის ეროვნული სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |218 |სტატისტიკის გავრცელების გაუმჯობესება.

(ასოცირების დღის წესრიგი; 2.5 ეკონომიკური თანამშრომლობა; სტატისტიკა) |მონაცემთა გავრცელების თანამედროვე მეთოდების დანერგვა/გაუმჯობესება |სტატისტიკის ეროვნული სამსახური |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |219 |ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობის იმპლემენტაციის მიზნით, ძალისხმევის გაძლიერება საქართველო-ევროკავშირის ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებიდან სრული სარგებლის მისაღებად.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები;

ტრანსპორტი) |ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება

|ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

|2014 |სსიპ -სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს

ბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |220 |ღონისძიებები საავიაციო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები;

ტრანსპორტი) |საავიაციო კანონმდებლობის გამკაცრება, ე.წ. შავი სიის ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის აკრძალვისა და გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვების დაწესების მიზნით |ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო |2014 |სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს

ბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი | | |221 | |2013 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ ჩატარებული აუდიტის დროს გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებელი ღონისძიებების დანერგვა შემუშავებული მაკორექტირებელი გეგმის შესაბამისად |ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო |2014 |სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგეტოს

ბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი | | |222 |საქართველოს ენერგო ინფრასტრუქტურის ქსელისა და ურთიერთდამაკავშირებელი სისტემების გაძლიერება, კერძოდ:

- ელექტროენერგიასთან დაკავშირებით - „შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის იმპლემენტაციის გაგრძელება, მათ შორის, მუშაობის დაწყება 400-კილოვოლტიან გადამცემზე საქართველო (ახალციხე) - თურქეთი (ბორჩხა), აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთდამაკავშირებელი სისტემების გაძლიერება და საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაუმჯობესება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.3 თანამშრომლობის სხვა სფეროები; თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში) |220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „სენაკი-1,2“-ის ტესტირება |ენერგეტიკის სამინისტრო |2014 |USAID

GSE | | |223 | |220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „პალიასტომი-1“-ის და 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კოხრა-1“-ის  რეაბილიტაცია |ენერგეტიკის სამინისტრო |2014 |GSE

| | |224 | |სს „სსე“-ს რეგიონალურ ქსელებში ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის წესებით განსაზღვრული პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება |ენერგეტიკის სამინისტრო |2014 |GSE

| | |225 | |500/220 კვ. „ჯვარი-ხორგა“-ს გადამცემ ხაზზე და 500/220 კვ. ქვესადგურზე მოსამზადებელი და დაგეგმვის სამუშაოების განხორციელება |ენერგეტიკის სამინისტრო |2014 |EBRD

KFW

| | |226 |სამხრეთ კავკასიის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გაფართოების იმპლემენტაციის მხარდაჭერა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში) |საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობებისათვის მიწის სარგებლობის ნებართვების გაცემის პროცესის ხელშეწყობა |ენერგეტიკის სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო

ბიუჯეტი | | |227 |საქართველოში ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება და განახლებადი ენერგოწყაროების განვითარება ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში) |ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგორესურსების დირექტივების/რეგულაციების შესრულების ვადებზე მოლაპარაკებების დასრულების ხელშეწყობა |ენერგეტიკის სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |228 |1994 წლის 30 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 94/22/EC დირექტივა ნახშირწყალბადი რესურსების მოპოვებისა და წარმოების ნებართვების მიღებისა და გამოყენების პირობების შესახებ.

(ასოცირების შესახებ შეთანმება; მუხლი 300; დანართი XXV) |ამ დირექტივის შესაბამისად, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების მომზადებაზე და რეგულაციების სრულყოფაზე მუშაობის დაწყება |ენერგეტიკის სამინისტრო

სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ბიუჯეტი | | |229 |საქართველოს ეროვნული გარემოს დაცვის 2012-2016 წლების სამოქმედო გეგმის სრული იმპლემენტაცია.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება)

|გარემოს ჯანმრთელობის ახალი საკანონმდებლო ბაზის გეგმის შემუშავება და დამტკიცება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |230 |გარემოს დაცვის საერთო საინფორმაციო სისტემის (SEIS) ფარგლებში, სხვადასხვა სამინისტროებისთვის გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვების თანმიმდევრული მეთოდის განვითარება და საზოგადოებისთვის გარემოსდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება) |გარემოს დაცვის საერთო საინფორმაციო სისტემისათვის გარემოსთან ასოცირებულ დაავადებებზე ინდიკატორების შემუშავება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |231 |თანამშრომლობა, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს შემდეგ მიზანს:

„გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული გეგმის“ (NEAP) შემუშავებას, რომელიც მოიცავს ყველა ეროვნულ და სექტორულ გარემოსდაცვით სტრატეგიულ მიმართულებებს საქართველოში, ასევე ინსტიტუციურ და ადმინისტრაციულ საკითხებს.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 304.a) |გარემოს ჯანმრთელობის ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP) უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება და გეგმაზე მუშაობის დაწყება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |232 |2011 წლის 13 დეკემბრის 2011/92/EU დირექტივა გარკვეული სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 306; დანართი XXVI; გარემოს დაცვა) |კანონმდებლობის ჰარმონიზაციისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება, კომპეტენტური ორგანოების განსაზღვრა და საზოგადოების ინფორმირებულობის მექანიზმის შემუშავება |გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო |2014

|UNECE

EaP Green | | |233 |2001 წლის 27 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/42/EC დირექტივა გარკვეული გეგმებისა და პროგრამების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 306; დანართი XXVI; გარემოს დაცვა) |კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გაგრძელება და

პროცედურების ჩამოყალიბება იმ გეგმებისა და პროგრამების განსაზღვრისათვის, რომლებიც ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას |გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

|2014

|UNECE

EaP Green | | |234 |2003 წლის 28 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/4/EC დირექტივა საზოგადოების გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 306; დანართი XXVI; გარემოს დაცვა) |კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გაგრძელება და გარემოს დაცვის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის პრაქტიკული მექანიზმის ჩამოყალიბება

|გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

|2014

|UNECE

EaP Green | | |235 |2003 წლის 26 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/35/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 306; დანართი XXVI; გარემოს დაცვა) |კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გაგრძელება და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება |გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

|2014

|UNECE

EaP Green | | |236 |2003 წლის 28 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/4/EC დირექტივა საზოგადოების გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ. (ასოცირების შეთანხმება, მუხლი 306, დანართი XXVI, გარემოს დაცვა) |ცვლილება კანონში „გარემოს დაცვის შესახებ“: ტერმინის „გარემოსდაცვითი ინფორმაცია“ ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრა

|გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

|2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |237 |2009 წლის 30 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/147/EC დირექტივა გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ. (ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 306; დანართი XXVI; გარემოს დაცვა, ბუნების დაცვა) |სახეობებისა და ჰაბიტატების შესახებ კანონპროექტის შემუშავება

|გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

|2014 |GIZ | | |238 |1992 წლის 21 მაისის საბჭოს 92/43/EC დირექტივა ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 306; დანართი XXVI; გარემოს დაცვა, ბუნების დაცვა) |ზურმუხტის ქსელის ინვენტარიზაციის გაგრძელება |გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

|2014 |ევროკავშირი | | |239 |2000/60/EC დირექტივა წყლის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი მოქმედებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ, 2455/2001/EC გადაწყვეტილებით შეტანილი შესწორებების შესაბამისად.

(ასოცირების შესახებ შეთახმება; მუხლი 306; დანართი XXVI; გარემოს დაცვა, წყლის ხარისხი და წყლის რესურსების, მათ შორის, საზღვაო გარემოს მართვა) |„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტის მომზადება და დაინტერესებულ მხარეებთან მისი განხილვა

|გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

UNECE

| | |240 |1996 წლის 9 დეკემბრის 96/82/EC დირექტივა სახიფათო ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული დიდი ავარიების საფრთხეების შესახებ.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 306; დანართი XXVI; გარემოს დაცვა, სამრეწველო დაბინძურება და სამრეწველო საფრთხეები) |სევესო III დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, არსებული კანონმდებლობის ანალიზის სამუშაო ვერსიის მომზადება

|გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

|2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ჩეხეთის განვითარების სააგენტო | | |241 |2008 წლის 19 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/98/EC დირექტივა ნარჩენების შესახებ.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 306; დანართი XXVI; გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა) |ნარჩენების მართვის კოდექსის წარდგენა |გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |242 | |„ნარჩენების იმპორტის, ექსპროტისა და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შემუშავება |გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |243 |1999 წლის 26 აპრილის საბჭოს 1999/31/EC დირექტივა ნაგავსაყრელების შესახებ (EC) N 1882/2003 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. (ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 306; დანართი XXVI; გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა) |„ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვის და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის შემუშავება |გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი |(დასკვნით ფაზაშია მოლაპარაკებები Sida-თან საპილოტე პროექტის - არსებული ნაგავსაყრელების დახურვის განხორციელების თაობაზე) | | | | | | | | | |244 |2008 წლის 17 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 689/2008 რეგულაცია სახიფათო ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის შესახებ.

(ასოცირების შეთანხმება; მუხლი 306; დანართი XXVI; გარემოს დაცვა, ქიმიური ნივთიერებების მართვა) |„ცალკეული საშიში ქიმიკატების და პესტიციდების იმპორტისა და ექსპორტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის შემუშავება

|გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი

| | |245 |რეგულაცია 842/2006/EC ზოგიერთი ფტორირებული სათბურის გაზების შესახებ (მუხლი 5).

(ასოცირების შეთანხმება; მუხლი 312; დანართი XXVII; კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები) |ტექნიკოსების ტრენინგისა და სერტიფიცირების სისტემის შექმნა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში |გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

|2014

|მონრეალის მრავალმხრივი ფონდი

სახელმწიფო ბიუჯეტი | | |246 |რეგულაცია (EC) N 1005/2009 ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ (მე-5 და მე-11 მუხლები).

(ასოცირების შეთანხმება; მუხლი 312; დანართი XXVII; კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები) |საქართველოს მიერ მონრეალის ოქმით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, 2015 წელს წქფნ-ების მოხმარების 10%-ით შემცირება; 2015 წლის კვოტის დაწესების შესახებ მინისტრის ბრძანების მომზადება და მიღება |გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

|2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |247 |1999 წლის 26 აპრილის საბჭოს 1999/31/EC დირექტივა ნაგავსაყრელების შესახებ. (ასოცირების შესახებ შეთანხმება; დანართი XXVI; გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა)

|არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანის გეგმების მომზადების ტექნიკური მხარდაჭერა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით |რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი

| | |248 | |ნარჩენების განთავსების პროცედურების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებისათვის ტექნიკური მხარდაჭერა და შესაძლებლობების განვითარება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გათვალისწინებით |რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

KfW

EBRD

| | |249 |2009 წლის 25 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/138/EC დირექტივა სადაზღვევო ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 323; დანართი XV-A; ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული წესები, დაზღვევა) |დირექტივის 2009/138/EC განხორციელებისათვის საქმიანობის დაწყება, რომლის მიზანია:

სადაზღვევო კომპანიების სააქციო საზოგადოებებად ჩამოყალიბების სავალდებულობის განსაზღვრა (ცვლილებების შეტანა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში). სადაზღვევო კომპანიებისთვის გადახდისუნარიანობის ზღვრის (მარჟის) დაწესება, გაანგარიშების წესის შემუშავება (დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა) |სსიპ - დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |250 |1991 წლის 18 დეკემბრის ევროკომისიის რეკომენდაცია სადაზღვევო შუამავლების შესახებ (92/48/EEC).

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 323; დანართი XV-A; ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული წესები, დაზღვევა)

|რეკომენდაციის (92/48/EEC) განხორციელებისათვის საქმიანობის დაწყება, რომლის მიზანია:

დაზღვევის შუამავლების სტატუსის განსაზღვრა (დაკონკრეტება), მათი რეგისტრაციის (შესაძლოა ლიცენზირების) საკითხი, ამისთვის აუცილებელი პირობები, საკვალიფიკაციო (პროფესიული) მოთხოვნები („დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება). ასევე, სსიპ - დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის/აქტების გამოცემა სადაზღვევო საშუამავლო საქმიანობის რეგულირების თაობაზე (იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაცია მოიცავს ლიცენზირებას, ცვლილებები შევა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში). |სსიპ - დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |251 |2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/103/EC დირექტივა, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას და მოცემულ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში ამ ვალდებულების შესრულებას.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 323; დანართი XV-A; ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული წესები, დაზღვევა) |ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სქემისა და პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის მიზნით სამუშაოების დაწყება

|სსიპ - დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |252 |1997 წლის 15 დეკემბრის 97/67/EC დირექტივა ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საერთო წესების შესახებ, 2002 წლის 10 ივნისის N2002/39/EC დირექტივა, რომელიც ეხება ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შემდგომ გახსნას კონკურენციისთვის და 2008 წლის 20 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს N2008/6/EC დირექტივა, რომელიც ეხება ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის სრულ ხელმისაწვდომობას.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; დანართი XV-C ; საფოსტო და საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებული წესები) |საქმიანობის დაწყება, რათა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ფოსტის სფეროში

|ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების

დახმარება | | |253 |2002 წლის 7 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 676/2002/EC გადაწყვეტილება ევროპული გაერთიანების ფარგლებში რადიოსიხშირული სპექტრის პოლიტიკის მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 327; დანართი XV-B; სატელეკომუნიკაციო მომსახურეობისათვის განსაზღვრული წესები) |არსებული ქართული კანონმდებლობისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივის შესწავლა/გადასინჯვა

|კომუნიკაციების ეროვნული კომისია

|2014

|კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტი

დონორების

დახმარება

|ინტერნეტ, სატელევიზიო და ბეჭდური რეკლამის განთავსება

| |254 |მხარეები ითანამშრომლებენ ტურიზმის სფეროში კონკურენტული და მდგრადი ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდისა და გაძლიერების, დასაქმებისა და საერთაშორისო გაცვლების ხელშემწყობი ინდუსტრიის განვითარების მიზნით.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 328)

|საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება |ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სსიპ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |255 | |მარკეტინგული კამპანიის გატარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის, რეკლამების განთავსება უცხოურ პრესაში |ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სსიპ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |256 | |ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გუდაურში |ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სსიპ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |257 |ტურიზმი:

თანამშრომლობისას ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე: ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკის, გამოცდილებისა და „know-how“-ს გაცვლა.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 330.a) |ევროპაში მოღვაწე ქართული დიასპორის/დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვა და მათი გამოცდილების გაზიარება ტურიზმის სფეროში |დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

|2014 | | | |258 |ხელი შეუწყონ საქართველოს ინტეგრაციას კვლევის ევროპულ სივრცეში (ERA).

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; თანამშრომლობა კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის სფეროებში) |ევროპულ კვლევით ცენტრებთან CNRS (საფრანგეთი), CNR (იტალია) და ა.შ. და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სამეცნიერო და ტექნოლოგიური ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ევროპელ და ქართველ მკვლევარებს შორის მჭიდრო კოლაბორაციის გაღრმავების მიზნით |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |259 |გააღრმაონ საქართველოს მონაწილეობა პროგრამაში ჰორიზონტი 2020.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; თანამშრომლობა კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის სფეროებში)

|საქართველოს სამეცნიერო და კვლევითი პოტენციალის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს Horizon 2020-ის პროგრამებში ასოცირებასთან დაკავშირებით შესაძლო სარგებლისა და გამოწვევების იდენტიფიცირება.

აღნიშნული ანალიზის საფუძველზე Horizon 2020-ის პროგრამაში ასოცირებულ წევრად გაწევრიანების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |260 | |Horizon 2020-ის ეროვნული საკონტაქტო პირების სისტემის შექმნა და მათთვის ტრენინგების მოწყობა |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |261 | |Horizon 2020-ის ფარგლებში, საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუტების ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან დაახლოების ხელშეწყობა |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |262 | |Horizon 2020-ის შესახებ დაგეგმილ და მიმდინარე აქტივობებზე ქვე-დირექტორიის გამოყოფა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |263 |გააძლიერონ ადამიანური, მატერიალური და ინსტიტუციონალური რესურსები კვლევისა და ინოვაციის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; თანამშრომლობა კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის სფეროებში) |2014-2024 განათლების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება

|განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |264 | |სადოქტორო პროგრამების ქართველი

სტუდენტებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებში სამეცნიერო აქტივობებში ჩართვაში ხელშეწყობა |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი

| | |265 | |დოქტორანტურის სტუდენტებისთვის დაფინანსების გაზრდა |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | | | | | | | | | |266 | |საერთაშორისო მონაცემთა ბაზებთან ქართველი მკვლევარებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

|განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |267 |გაააქტიურონ საქართველოს მონაწილეობა მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის ღონისძიებებში.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; თანამშრომლობა კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის სფეროებში) |რეკომენდაციების შემუშავება მომდევნო რამდენიმე წელიწადში Marie Skłodowska-Curie -ში მონაწილეობის თვალსაზრისით

|განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |268 |მხარეები გააძლიერებენ დიალოგსა და თანამშრომლობას ღირსეული შრომის პირობების (Decent Work Agenda), დასაქმების პოლიტიკის, სამუშაოზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, სოციალური დიალოგის, სოციალური დაცვის, სოციალური ჩართულობის, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის, ასევე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშესაწყობად, და ამგვარად წვლილს შეიტანენ მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილის, სიღარიბის შემცირების, გაძლიერებული სოციალური ინტეგრაციის, მდგრადი განვითარებისა და გაუმჯობესებული ცხოვრების დონის უზრუნველყოფაში.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; თავი 14; მუხლი 348; დანართი XXX; დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები) |დასაქმების შესახებ კანონის, შრომის დაცვისა და ჰიგიენის შესახებ კანონის, შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ კანონის პროექტების მომზადება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

|2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |269 | |ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის „დასაქმება და პროფესიული განათლება და გადამზადება“ ფარგლებში დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის განხორციელება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

|2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |270 | |ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის (სამინისტროს) მიერ დაფინანსებული პროექტის „შრომის კანონმდებლობის დაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ განხორციელება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

|2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

აშშ-ს შრომის დეპარტამენტი | | |271 |თანამშრომლობა, რომელიც დაფუძნებულია ინფორმაციის გაცვლასა და საუკეთესო გამოცდილებაზე, შესაძლოა, მოიცავდეს გარკვეულ საკითხებს შემდეგი სფეროებიდან:

სიღარიბის შემცირება და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერება.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 349.a) |სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით მცირე ბიზნესის პროექტების განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას

|დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

|2014 |ევროკავშირი

USAID

ლტოლვილთა დანიის საბჭო

DRC

| | |272 |თანაბარი შესაძლებლობები და ანტიდისკრიმინაცია, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და მამაკაცსა და ქალს შორის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, ასევე, სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; თავი 14; მუხლი 349.e) |შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |273 |საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, კერძოდ, ჯანმრთელობის სექტორის რეფორმის გაგრძელების, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების, ჯანმრთელობის სფეროში მმართველობისა და ჯანდაცვის დაფინანსების სრულყოფის გზით.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება;

თავი 15; მუხლი 356.a)

|საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის 2014-2020 წლების სტრატეგიული გეგმის შემუშავება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |274 |ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და გადამდებ დაავადებათა კონტროლი, როგორებიცაა, მაგალითად, აივ ინფექცია/შიდსი, ვირუსული ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და ანტიმიკრობული რეზისტენტობა, ასევე - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე არსებული საფრთხეებისა და საგანგებო სიტუაციების მიმართ გაზრდილი მზაობა.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; თავი 15; მუხლი 356.b) |ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, კონტროლის არსებული საკანონმდებლო ბაზის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წ. 23 მაისის №01-27/ნ ბრძანების მე-7 დანართი „საქართველოში გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები“) ეტაპობრივი სრულყოფა |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |275 | |ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, კონტროლის, ლაბორატორიული კვლევებისა და დაავადებებზე რეაგირების სისტემის ფუნქციონირების ეტაპობრივი სრულყოფა ევროკომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები | | |276 |არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია და კონტროლი, ძირითადად ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის იმ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა კვება, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მიმართ დამოკიდებულება.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; თავი 15; მუხლი 356.c) |არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიებისა და შესაბამისი 5-წლიანი სამოქმედო გეგმების პროექტების შემუშავება, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტიზის განხორციელება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

|2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |277 |ჯანმრთელობის სფეროში იმ საერთაშორისო შეთანხმებების ეფექტური იმპლემენტაცია, რომლებიც აღიარებულია მხარეებს შორის, კერძოდ, ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო რეგულაციები და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჩარჩო კონვენცია.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; თავი 15; მუხლი 356.f) |„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჩარჩო კონვენციის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |278 | |ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის სამდივნოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის კონვენციის მხარდაჭერით მხარეთაშორისი კომუნიკაცია |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |279 | |საქართველოს მიერ მიღებული კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |280 |2001 წლის 5 ივნისის საბჭოს რეკომენდაცია ახალგაზრდების, კერძოდ კი, ბავშვებისა და მოზარდების მიერ ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შესახებ (2001/458/EC).

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 357; დანართი XXXI; საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ალკოჰოლი) |„ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების“ ეროვნული სტრატეგიის და 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |281 | |ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ზიანის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |282 |2003 წლის 2 დეკემბრის საბჭოს რეკომენდაცია კიბოს სკრინინგის შესახებ (2003/878/EC).

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 357; დანართი XXXI; საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, კიბო) |კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი ეტაპობრივი დანერგვის დაწყება |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |283 | |საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტური დანერგვა საქართველოს შერჩეულ რეგიონებში |სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

გაეროს მოსახლეობის ფონდი | | |284 | |კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვა |შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |285 |ერთობლივი სამუშაოსა და გაცვლების განხორციელება უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ბოლონიის პროცესში საქართველოს მონაწილეობის კონტექსტში, საქართველოს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობისა და ავტონომიის ხელშეწყობის ჩათვლით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა) |ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს გადახედვა

|განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |286 | |უმაღლესი განათლების სფეროში შეფასების მექანიზმების (ავტორიზაცია და აკრედიტაცია) გადახედვა და შესაბამისი საერთაშორისო მოდელების განვითარება |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |287 | |ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტების, შესაბამისი საბჭოებისა და უმაღლესი განათლების დაწესებულებების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |288 |აკადემიური თანამშრომლობის, შესაძლებლობების განვითარებისა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა ახალი Erasmus+-ის პროგრამის და მკვლევართა მობილობისა და ტრენინგის მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის მეშვეობით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა) |საქართველოში დაინტერესებული მხარეების (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ფიზიკური პირები) ინფორმირება და კონსულტაციის გაწევა |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

|2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |289 | |ევროპული პარტნიორებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე

ინფორმაციის მიწოდება |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |290 |პროფესიული განათლებისა და ტრეინინგისადმი (VET) სტრატეგიული მიდგომის წახალისება, საქართველოს პროფესიული განათლებისა და ტრეინინგის სისტემის ევროკავშირის პროფესიული განათლებისა და ტრეინინგის სტრუქტურების მოდერნიზაციასთან დაახლოების მიზნით, კოპენჰაგენის პროცესის შესაბამისად და მისი ინსტრუმენტების გამოყენებით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა) |პროფესიულ განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გადახედვა EQARF-თან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით.

ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა და განვითარება/ხელშეწყობა |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი |2014 |ევროკავშირის სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა

(SPSP)

| | |291 | |პროფესიული სტანდარტების გადახედვა/განვითარება და პროფესიული განათლების სამოდულო პროგრამების შექმნა DACUM-ის მეთოდოლოგიის გამოყენებით |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი |2014 |ევროკავშირის სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა

(SPSP) |წარდგენილია თხოვნა სარეზერვო ფონდიდან დამატებითი თანხების გამოსაყოფად | |292 |განათლებისა და ტრეინინგების სფეროში თანამშრომლობა.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 359)

|საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის/საგანმანათლებლო ცენტრებისთვის სისტემატური დახმარების გაწევა სასწავლო საჭიროებებით უზრუნველყოფის მეშვეობით |დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

|2014 |სარეზერვო ფონდი | | |293 | |ელექტრონული სწავლების (Online School) პროგრამის გამართვა საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის |დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |ევროკავშირი

სარეზერვო ფონდი | | |294 |მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობა, რომელიც წარმოადგენს ზრდისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის უმთავრეს ასპექტს და რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 359.a)

|ზოგადი განათლების კომპონენტის პროფესიულ განათლებაში ინტეგრაციის მოდელის განვითარება - უწყვეტი განათლების მხარდაჭერა

|განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი

| | |295 | |კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარება და იმპლემენტაცია

|განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი

| | |296 | |მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონცეფციის შემუშავება |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი

| | |297 |განათლებისა და ტრენინგის სისტემების მოდერნიზება, ხარისხის გაუმჯობესება, განათლების ყველა საფეხურის რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - ადრეულ ასაკში განათლებისა და მზრუნველობიდან დაწყებული, უმაღლესი განათლების ჩათვლით.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 359.b)

|ინფრასტრუქტურის განვითარება, შერჩეული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია, განახლება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა

ინფრასტრუქტურის ადაპტირება სსსმ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |298 | |არსებული პროფესიული საგანმანათლებლო კანონმდებლობის გადახედვა |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |299 | |ზოგადი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდა |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |300 |კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით, პროგრესის ხელშეწყობა და ამ მხრივ ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფა.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 359.f) |კონცეფციის მომზადება არაფორმალური/ფორმალური პროფესიული განათლების აღიარებისთვის

|განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი

| | |301 |პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა ევროკავშირის შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 359.g)

|ესტონური გამოცდილების გაზიარება ქართული პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

პროფესიული განათლების და გადამზადების სისტემების მოდერნიზება UNDP-SDC პროექტის ფარგლებში.

პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის ფორმატის გადახედვა.

სსსმ სტუდენტების დასაქმების წახალისება/მხარდაჭერა |განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი

| | |302 |(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა)

მხარეები თანხმდებიან ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობაზე, რათა: ხელი შეუწყონ თანამშრომლობასა და გაცვლებს ახალგაზრდობის პოლიტიკის, ასევე, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულთა არაფორმალური განათლების სფეროში.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 360) |დიასპორული სტაჟირება.

ყოველწლიური ინიციატივა,

რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მოსწავლე წარმატებული სტუდენტების სტაჟირების პროგრამაში ჩართვას საქართველოში, სახელმწიფო დაწესებულებებში პრაქტიკისა და გაცნობის მიზნით |დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |303 | |TRQN III

კვალიფიციური მიგრანტების სამშობლოში დროებითი დაბრუნების პროგრამა |დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

(IOM) | | |304 |მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) 2005 წლის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციით განმტკიცებული პრინციპების სათანადოდ გათვალისწინების გზით. (ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 362) |ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და დიალოგის განვითარების მიზნით, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართული ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერა |დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

|2014 |სარეზერვო ფონდი | | |305 |კულტურის სფეროში თანამშრომლობა და კულტურული გაცვლები.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 363.a.)

|„Creative Europe“-ის სამუშაო ქსელთან საქართველოს ოფიციალური მიერთებისათვის ხელშეკრულების გაფორმება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება |კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |306 | |საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე (ფრანკფურტი, ლონდონი, ლაიფციგი)

|კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |307 | |ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობა

|კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი |2014 |სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი | | |308 | |საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის არქივის ფოტომასალის გამოფენა ჰოლანდიის ფოტოგრაფიის მუზეუმში |კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო |14 ივლისი - 31 აგვისტო 2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი | | |309 | |კულტურის დღეების გამართვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საქართველოში |კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |310 |ხელოვნებისა და ხელოვანთა მობილურობა და კულტურის სფეროს ინსტიტუციური გაძლიერება.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 363.b) |ევროკომისიის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა“ განხორციელება |კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

TWINING | | |311 |კულტურათაშორისი დიალოგი.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 363.c)

|ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა რეგიონულ პროექტში „თემების მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“

|კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

სსიპ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |312 |კულტურის პოლიტიკის შესახებ დიალოგი.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 363.d)

|არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მართვის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება |კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |313 | |მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ კანონპროექტის შემუშავება |კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |314 | |„აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს კულტურის პოლიტიკაზე მუშაობის პროცესში, ევროკავშირის ექსპერტების ჩართვა |კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |315 |მხარეები თანხმდებიან ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობაზე, რათა:

ხელი შეუწყონ თანამშრომლობასა და გაცვლებს ახალგაზრდობის პოლიტიკის, ასევე, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულთა არაფორმალური განათლების სფეროში.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება;

თავი 16; მუხლი 360.a) |არაფორმალური განათლების სახელმწიფო პროგრამის შექმნა, მთელი სიცოცხლის მანძილზე საკვანძო კომპეტენციების განვითარების, ახალგაზრდული მუშაკების პროფესიული სტანდარტის შექმნისა და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით |სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროპის საბჭო

| | |316 |მხარეები განამტკიცებენ დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასთნ თანამშრომლობის შესახებ შემდეგი მიზნებისთვის: ევროკავშირსა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ყველა სექტორს შორის კონტაქტების გაფართოება და ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; თავი 20; მუხლი 369.a) |ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა |სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები

საერთაშორისო ორგანიზაციები | | |317 |საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXXII დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.

ასოცირების შესახებ შეთანხმება;

თავი 16; მუხლი 361) |ახალგაზრდობის შესახებ კანონის შემუშავება |სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

გაეროს მოსახლეობის ფონდი | | |318 | |საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავება |სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

|2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

გაეროს მოსახლეობის ფონდი

გაეროს ბავშვთა ფონდი | | |319 |მხარეები ითანამშრომლებენ სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სფეროში ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით, რათა ხელი შეუწყონ ჯანსაღი ცხოვრების წესს და სპორტის სოციალური და საგანმანათლებლო ფასეულობების განვითარებას, სპორტის მობილურობას, სპორტის წინაშე მდგარი ისეთი გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, როგორებიცაა დოპინგის გამოყენება, რასიზმი და ძალადობა.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; თავი 19; მუხლი 368) |საქართველოს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება |სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო |2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |320 | |ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების სპორტის შესახებ (EPAS) ექსპერტების საკონსულტაციო ვიზიტი

„საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის, ევროპის სპორტის ქარტიისა და სპორტის ეთიკის კოდექსის“ დებულებების შესრულება |სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

|14-17 ოქტომბერი2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროპის საბჭო

| | |321 | |ევროპის საბჭოს ძალადობის შემცირების შეთანხმების მუდმივმოქმედი კომიტეტის (T-RV Standing Committee) საკონსულტაციო ვიზიტი საქართველოში - „სპორტულ შეჯიბრებებზე უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მომსახურების სფეროში არსებული ვითარების ანალიზი/რეკომენდაციების მიწოდება“ |სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

|9-10 დეკემბერი 2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროპის საბჭო

| | |322 | |ევროპის საბჭოს კონვენციის „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ საქართველოს სახელით ხელმოწერა

|სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო |17-19 სექტემბერი 2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

შვეიცარიის მთავრობა

ევროპის საბჭო | | |323 | |საზღვარგარეთ შექმნილი ქართული სპორტული გუნდებისათვის სისტემატიური დახმარების აღმოჩენა და მათი ასპარეზობაში ჩართულობის წახალისება |დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |სარეზერვო ფონდი | | |324 | |სპორტულ შეჯიბრებებზე უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, მაყურებელთა მხრიდან ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით, მხარეებს შორის საერთაშორისო პოლიციური თანამშრომლობის განვითარება |შინაგან საქმეთა სამინისტრო

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი

ევროპის საბჭო | | |325 | |სპორტულ შეჯიბრებებზე უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, მაყურებელთა მხრიდან ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით, ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმის ჩამოყალიბება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება |შინაგან საქმეთა სამინისტრო

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი

ევროპის საბჭო | | |326 |ხელი შეუწყონ ურთიერთდახმარებას გადაუდებელი აუცილებლობის დროს, მიზანშეწონილობის მიხედვით და შესაბამისი რესურსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; სამოქალაქო დაცვა) |გადაუდებელი აუცილებლობის დროს ურთიერთდახმარების მემორანდუმების გაფორმების მიზნით, მუშაობის დაწყება |შინაგან საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |327 | |რესურსების გამოყოფა და გადაუდებელი აუცილებლობის დროს, დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, მუშაობის დაწყება |შინაგან საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

| | |328 |მიაღწიონ წინსვლას მთელი ქვეყნის მასშტაბით კატასტროფების რისკის შეფასებისა და რუკაზე დატანის განვითარებაში, აგრეთვე, საჭიროებისამებრ, ხელი შეუწყონ რეგიონული რისკების ელექტრონული ატლასის (ERRA) განვითარებას, და უზრუნველყონ ეროვნულ დონეზე მისი ეფექტიანი გამოყენება.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; სამოქალაქო დაცვა) |გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემების (GIS) ტექნოლოგიების საფუძველზე, ეროვნული კატასტროფის რისკების შეფასების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამული და შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების განვითარება |შინაგან საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |329 | |რეგიონული რისკების ელექტრონული ატლასის (ERRA) განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ რეგიონულ ტრეინინგებში მონაწილეობა |შინაგან საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |330 |დაამყარონ დიალოგი კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პოლიტიკის ასპექტებთან დაკავშირებით, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ტრეინინგების, სავარჯიშოების, სასწავლო ვიზიტების, სემინარებისა და რეალური საგანგებო ოპერაციებისა და ჩატარებული სავარჯიშოების შედეგად მიღებული გაკვეთილების გზით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები; სამოქალაქო დაცვა) |რეგიონული სავარჯიშოების მოწყობა კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების საკითხებთან დაკავშირებით

|შინაგან საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |331 | |კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პოლიტიკის ასპექტებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტები

|შინაგან საქმეთა სამინისტრო |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება | | |332 |მომზადდეს რეგიონული განვითარების სახელმწიფო პროგრამა 2015-2017 წლებისთვის (RDP), რათა განხორციელდეს ეფექტიანი მრავალდონიანი პოლიტიკა, მათ შორის, უწყებათაშორისი კოორდინაციის მეშვეობით.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6. თანამშრომლობის სხვა სფეროები;

რეგიონული განვითარება და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა) |2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის მომზადება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ |რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

|2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი | | |333 |მომზადდეს სამოქმედო გეგმები, 2013 წლის სექტემბერში დამტკიცებული რეგიონების განვითარების სტრატეგიების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6. თანამშრომლობის სხვა სფეროები;

რეგიონული განვითარება და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა) |სამოქმედო გეგმების შემუშავება საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წელს დამტკიცებული რეგიონების განვითარების სტრატეგიების ეფექტიანი განხორციელებისთვის, სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების, მუნიციპალიტეტებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა აუცილებელი მონაწილეობით |რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

სახელმწიფო რწმუნებულები - გუბერნატორები, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოები, მუნიციპალიტეტები

|2014

|სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება (UNDP/SDC/ADA; GIZ) | | |334 |უზრუნველყოფილი იქნეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტრენინგი რეგიონული განვითარების პოლიტიკის საკითხებზე, რათა ხელი შეეწყოს რეგიონებში შესაბამისი პროგრამების უკეთეს იმპლემენტაციასა და მონიტორინგს.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.6. თანამშრომლობის სხვა სფეროები;

რეგიონული განვითარება და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა) |ადგილობრივი თვითმმართველობების და სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციების საჯარო მოხელეთა ტრენინგი

|რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორების დახმარება (UNDP/SDC/ADA; GIZ) | | |335 |მხარეთა შორის გაიმართება რეგულარული დიალოგი ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. კერძოდ, ევროკავშირი შეატყობინებს საქართველოს ევროკავშირის ახალი სააგენტოებისა და პროგრამების თაობაზე, ასევე, ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში მონაწილეობის პირობების ცვლილებების თაობაზე, რომლებიც ნახსენებია წინამდებარე შეთანხმების 380-ე და 381-ე მუხლებში. (ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 382) |საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობა, ევროკავშირის ახალ თანამეგობრობის პროგრამებში ჩართულობის და ევროკავშირის სააგენტოებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით |ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკომისია | | |336 |საქართველო ისარგებლებს ფინანსური დახმარებით, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის დაფინანსების შესაბამისი მექანიზმებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით. საქართველო ასევე ისარგებლებს თანამშრომლობით ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 383) |ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, არსებული საჯარო სამსახურების ინსტიტუციური გაძლიერების ინსტრუმენტების, თემატური პროგრამების, საზღვრისპირა და რეგიონალური თანამშრომლობის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების საერთო კოორდინაცია |ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |337 | |ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა ევროკავშირის დახმარების მობილიზებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით |ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |338 |მხარეებს შორის შეთანხმებული ევროკავშირის ფინანსური დახმარების პრიორიტეტული სფეროები გაიწერება ყოველწლიურ სამოქმედო პროგრამებში, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, დაფუძნებული იქნება მრავალწლიან ფორმატზე, რაც ეხმიანება შეთანხმებული პოლიტიკის პრიორიტეტებს.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 385) |ევროკავშირის დახმარების 2014 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, არსებული პრიორიტეტული მიმართულებების საფინანსო შეთანხმებების მომზადების დასრულება და მათი ხელმოწერა |ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |339 | |ევროკავშირის დახმარების 2015 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებების საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის შეთანხმების კოორდინაცია და შესაბამისი დოკუმენტების მომზადების დაწყება |ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |340 |იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენება, მხარეები შეეცდებიან უზრუნველყონ, რომ ევროკავშირის დახმარება განხორციელდეს სხვა დონორ ქვეყნებთან, დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით, დახმარების ეფექტიანობის შესახებ საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 386) |საქართველოს სახელმწიფო უწყებებისთვის კონსულტაციების გაწევა ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, არსებული და ახალი ინსტრუმენტების გამოყენების პროცედურებთან და მათზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით |ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |341 | |მთავრობის ადმინისტრაციასა და ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობა, დონორთა დახმარების კოორდინაციასთან დაკავშირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზის შემუშავების და ამოქმედების პროცესში |ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

|2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი

ევროკავშირი | | |342 |მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგი, დარგობრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით, შესაძლოა, გაიმართოს ნებისმიერ დონეზე.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 403) |ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობის კოორდინაცია |ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |343 | |„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო ფორუმის ქ. თბილისში ჩატარების მხარდაჭერა |ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |344 | |საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კოორდინაცია „პარტნიორობა მობილურობისათვის“

ფარგლებში

|ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |345 |მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა რეგულარულ შეხვედრებს, წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე მათი ინფორმირებისა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 412) |2014-2017 წლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის განხორციელების კოორდინაცია

|ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი |2014 |სახელმწიფო ბიუჯეტი | | |