1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების უსაფრთხოების კლასის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ“;

ბ) „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“;

გ) „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“;

დ) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ“;

ე)  „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მავნე ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესის შესახებ“;

ვ) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზის მეთოდიკისა და საექსპერტო დასკვნის ფორმისა და შედგენის წესის შესახებ“;

ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის შესახებ“.

2. სამინისტრომ 2015 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი და ექსპერტებისათვის დაწესებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიის რეგლამენტი და შემადგენლობა;

გ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის ფორმა;

დ) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულება“;

ე) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმა;

ვ) 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანის წესი და ერთიან რეესტრში შეტანის შემდეგ მათი რეგულირების პირობებ