1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად, დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

2. დაწესებულების მოხელეთა კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.

3. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

4. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა და დანიშნოს ასეთი სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარ