1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა კანდიდატის მიერ უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონულად ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
2. კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება დამსაქმებლის მიერ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
3. კანდიდატს უფლება აქვს ერთი კონკრეტული უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზ