1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, 18 წლის ასაკიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს, მხოლოდ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

3. საჯარო მოსამსახურეს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.

4. კონკურსის გავლას ექვემდებარება პირი რომელიც მუნიციპალიტეტში დაინიშნა შტატით გათვალისწინებულ მოხელის თანამდებობაზე 2012 წლის 29 ივნისიდან და არ გაუვლია კონკურსი.

5. პირი, რომელიც მუნიციპალიტეტში დაინიშნა შტატით გათვალისწინებულ მოხელის თანამდებობაზე 2012 წლის 29 ივნისიდან ავტომატურად ითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლა