1. კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

2. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების დღიდან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, თანამდებობა ვაკანტურად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ:

ა) ამ თანამდებობაზე დანიშნულია თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი;

ბ) არსებობს თანამდებობის ვაკანტურად გამოცხადების დადასტურებული საფუძველი.

4. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;

ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;

გ) შესასრულებელ სამუშაოს;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;

ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს;

ზ) კონკურსის ეტაპებს;

თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;

ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას, ამ წესის მე-14 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად.

5. დაწესებულების გადაწყვეტილებით შესაძლებელია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაცია