1. ეს წესი განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების პროცედურებს, ზოგად პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიების (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს.

2. ამ წესის მიზნებისთვის, ვაკანტური თანამდებობა არის დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომში – დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელის ვაკანტური თანამდებობა, რომელში სამსახურიც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ითვლება საჯარო სამსახურად (გარდა იმ თანამდებობებისა, რომლებზე დანიშვნაც ხდება უკონკურსოდ) შტატით გათვალისწინებული თანამდებობები