აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის სპეციალისტის (რეინჯერის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №45
2014 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის სპეციალისტის (რეინჯერის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის სპეციალისტის (რეინჯერის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის სპეციალისტის (რეინჯერის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: თანამდებობის შესატყვისი ფიზიკური მომზადება, პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი, დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი, ვითარების შეფასებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის სპეციალისტის (რეინჯერის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
3.1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას სატყეო დარგში);
ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel, internet) ცოდნა;
გ) უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას სატყეო დარგში.
3.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, II, III თავები);
ე) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს ტყის კოდექსი“ საქართველოს კანონი;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 29 მარტის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს დებულება.