1. დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ ნივთებსა და დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ დისციპლინური გადაცდომის იარაღს ან უშუალო ობიექტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირს ჩამოართმევენ ამ წესდებით განსაზღვრული თანამდებობის პირები. ჩამორთმეულ ნივთებსა და დოკუმენტებს დისციპლინური საქმის განხილვამდე ინახავენ იმ ორგანოების (თანამდებობის პირთა) მიერ განსაზღვრულ ადგილას, რომლებსაც ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის უფლება აქვთ, ხოლო საქმის განხილვის შედეგების მიხედვით, მათ, დადგენილი წესით, გაუკეთებენ კონფისკაციას ან დაუბრუნებენ მფლობელს, ან/და გაანადგურებენ, ხოლო სასყიდლით ჩამორთმევის შემთხვევაში - რეალიზაციას გაუკეთებენ.

2. ამ წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, მეთაურს (უფროსს), აგრეთვე, უფლებამოსილ თანამშრომლებს უფლება აქვთ, სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური საქმის განხილვამდე, ჩამოართვან ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები, რის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი ჩამორთმეული იარაღის მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო მასალების რაოდენობისა და სახეობების აღნიშვნით. იმ სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომელმაც დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს, ნივთების ჩამორთმევა და პირადი გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებშ