„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2726-Iს
სარეგისტრაციო კოდი
110050000.04.001.016116
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„5. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის. იმ ვადის განმავლობაში, რომლითაც მოსამართლეს გაუგრძელდა  უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. თუ პირი, რომელსაც გაუგრძელდა მოსამართლის უფლებამოსილება, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროისათვის სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელია, მას, აღნიშნული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების მიუხედავად, უწყდება შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ოქტომბერი 2014 წ.

N2726-Iს