„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 05.11.2014
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.113.016198
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2014
matsne.gov.ge 529 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 21.11.2014 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 01.05.2015 ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 03.12.2014 ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 27.11.2014 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 17.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №40 2014 წლის 5 ნოემბერი ქ. ოზურგეთი  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის,  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებას თანდართული დებულების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №7 დადგენილებას თანდართული დებულების მე-13 მუხლის მე-6 პუქნტის შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თავი I ზოგადი მოთხოვნები მუხლი 1🔗. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III, IV, VI და VII თავები). მუხლი 2🔗. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად. თავი II მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუხლი 3🔗. აპარატის უფროსი აპარატის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 4🔗. საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი საკრებულოს აპარატის განყოფილების  უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 5🔗. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 6🔗. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თავი III მუნიციპალიტეტის გამგეობა მუხლი 7🔗. გამგებლის თანაშემწე გამგებლის თანაშემწეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 8🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 9🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.