წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.11.2014 ბოლო ცვლილება 26.12.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.104.016202
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2014 წლის 17 ნოემბერი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეიქმნას  14 ადმინისტრაციული ერთეული, კერძოდ:
ა) წალენჯიხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი წალენჯიხა (ცენტრი), სოფლები: ზედამაზანდარა, ქვედამაზანდარა, ზღვაია, ხვითერი-საკალანდიო, ლუღერა-სამცაცხვი);
ბ) ჯვარის ადმინისტრაციული ერთეული; (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ჯვარი (ცენტრი), სოფლები: ჯვარი, ოჭანე, ნაკა);
გ) მიქავას ადმინისტრაციულ ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მიქავა (ცენტრი), ლეჯოლიხე, ლეღვინჯილე);
დ) ეწერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ეწერი (ცენტრი), სოფლები: ლექარდე, ლეძაძამიე);
ე) ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩქვალერი (ცენტრი), ლეშამგე);
ვ) საჩინოს ადმინისტრაციული ერთული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: საჩინო (ცენტრი), კუხეში, ნაგურუ, ზედა  საჩინო);
ზ) ჯგალის  ადმინისტრაციული ერთული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჯგალი (ცენტრი), ლეთკანთი, ლეკაკულე, ლესალე, ლეხარჩილე);
თ) ლიის ადმინისტრაციული ერთული ((სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ლია (ცენტრი), პალური, ზედალია, მახარია);
ი) ფახულანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფახულანი (ცენტრი), ჭველე, წყოუში, ქალაღალი);
კ) ჭალეს ადმინისტრაციული ერთული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჭალე (ცენტრი), ეწერფერდი, ფოცხო-ეწერი);
ლ) მუჟავას ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია –სოფლები: მუჟავა (ცენტრი), ოლორი, ნაშამგუ);
მ) ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ნაკიფუ (ცენტრი), ლეჟა, ულურია, ნანჯარუ);
ნ) ობუჯის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ობუჯი (ცენტრი), სამესხიო, ჯაღირა);
ო) მედანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მედანი (ცენტრი), ლარა).
მუხლი 2
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შექმნილი ადმინისტრაციული ერთეულები თავის საზღვრებში მოიცავს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულისთვის ამ დადგენილების 1-ლი მუხლით  მიკუთვნებულ დასახლებებს.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 5 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2014.
როდის იქნა მიღებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“?
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“ მიღებულია 17.11.2014. მიმღები ორგანო — წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №56. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.104.016202.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.12.2014-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“, №56, 17.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.104.016202 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2581268/