მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.11.2014
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2014
matsne.gov.ge 507 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
პრემია
საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 26.09.2014 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.01.2015 ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 28.11.2016 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 01.12.2014 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 2014 წლის 21 ნოემბერი ქ. მარტვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების  შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის  წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 21 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  პრემიის ოდენობის განსაზღვრის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი განსაზღვრავს (შემდგომში – წესი) მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  დასაქმებულ თანამდებობის პირებზე (საკრებულო/გამგეობა) და სხვა საჯარო მოსამსახურეებზე (საკრებულოს აპარატი/გამგეობის მოსამსახურეები) პრემიების ოდენობის გაცემისწესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო დაწესებულება - მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ბ) პრემია – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. მუხლი 3🔗. საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.     პრემიის გაცემა ხორციელდება მარტვილის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის  წესი, მიზანი და პერიოდულობა 1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე პრემიის შესახებ. 2. ერთდროულად გაცემული პრემიის  ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 3. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. 4. საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ  უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინცი­პების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ. 5. პრემიის მიზანია,  დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირის  – საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის,  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციი სთავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწისა  და საკრებულოს აპარატის უფროსის  მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი  დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 2. გადაწყვეტილებას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირების (საჯარო მოსამსახურეებზე)  მიმართ პრემიის გაცემის შესახებ იღებს  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის  უფროსი, საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილების  უფროსის წარდგინების საფუძველზე. 3. მარტვილის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის  – გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი  დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 4. გადაწყვეტილებას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ პირებზე (საჯარომოსამსახურეებზე)  პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს და გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის შესახებ იღებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. 5. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.