ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
მიღების თარიღი 21.11.2014
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა | ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2014 წლის 21 ნოემბერი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზებზე განთავსდეს შემდეგი სახის საგზაო ნიშნები:
ა)
ქ. ხობში, ბერიას ქუჩის დასაწყისში (ბერიას ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.4. „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ (უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო თუ იგი არ არის - გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან);
ბ)
ქ. ხობში, სტალინის ქუჩიდან ბერიას ქუჩის მიმართულებით, სტალინის ქუჩის გადაკვეთაზე (გზაჯვარედინის წინ) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.3. „დაუთმე გზა“ (გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს);
გ)
ქ. ხობში, სტალინის ქუჩიდან 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთის მიმართულებით სტალინის ქუჩაზე (გზაჯვარედინის წინ) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.1. „მთავარი გზა“ (გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებადი გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა), ხოლო 9 აპრილის ქუჩაზე - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.3. „დაუთმე გზა“;
დ)
ქ. ხობში, სტალინის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის გადაკვეთის მიმართულებით, სტალინის ქუჩაზე (გზაჯვარედინის წინ) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.1. „მთავარი გზა“;
ე)
ქ. ხობში, სტალინის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის გადაკვეთის მიმართულებით, სტალინის ქუჩაზე (გზაჯვარედინის წინ) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.1. „მთავარი გზა“; ხოლო რუსთაველის ქუჩაზე - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.3. „დაუთმე გზა“;
ვ)
ქ. ხობში, ჭყონდიდელის ქუჩის დასაწყისში - ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.11. (8 ტონა) „მასის შეზღუდვა“ (კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს);
ზ)
ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, რკინიგზის გადასასვლელთან - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.4. „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“;
თ)
ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო საავტომობილო გზის საბავშვო ბაღისა და საჯარო სკოლის მიმდებარე მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით - ავტოსატრანსპორტო სიჩქარის შემზღუდავი საშუალება (20 გრძ/მ.);
ი)
ქ. ხობში, N2 საჯარო სკოლის მიმდებარე მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით -ავტოსატრანსპორტო სიჩქარის შემზღუდავი საშუალება(20 გრძ/მ.).
მუხლი 2🔗
დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება 30 დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა