კასპის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.11.2014
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016225
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2014
matsne.gov.ge 392 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ბუღაძე კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი” მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.09.2014 ახალგორის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 05.05.2016 თიღვის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 01.12.2014 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 19.03.2015 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 25.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №58 2014 წლის 21 ნოემბერი ქ. კასპი კასპის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 5 მუხლის  „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის გათვალისწინებით, დამტკიცდა „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი“. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესისა და პრინციპების მიხედვით,  ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის მიღება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის და 2014 წლის 18  ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული „კასპის მუნიციპალიტეტის რეგლამენტი“-ს 81-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნათა თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, დანართი №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე დანართი №1 კასპის მუნიციპალიტეტში  პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო 1.  ეს წესი განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე  გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები 1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე.  დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის ოდენობის შესახებ. 2. პრემიის მიზნებია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 3🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. კასპის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელ პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.    2. პრემიის გაცემის შესახებ გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობის სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის და სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ- საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა 1. კასპის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2. კასპის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. 4. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.