საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 26.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №637
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018256
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 384 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 25.12.2014 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 88% 04.11.2022 „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება 88% 15.03.2018 საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 08.04.2015 საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 25.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №637 2014 წლის 26 ნოემბერი ქ.თბილისი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს  2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე: 1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  მმართველობის სფეროში დაფუძნდეს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) ქართული სპორტის მუზეუმი; ბ) საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი; გ) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი; დ) საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქართული სპორტის მუზეუმი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული სპორტის მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული სპორტის მუზეუმის უფლებამონაცვლედ. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის №851 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 ნოემბრის №617 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უფლებამონაცვლედ. 6. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს ამ დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი, მათი დებულებების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა. მუხლი 2🔗 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ  უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქმედი დებულებების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამავე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქმედი ხელმძღვანელების ან მათ თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულებების ახლიდან დამტკიცებას. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.        პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი