გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.12.2014
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის
ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №65
2014 წლის 1 დეკემბერი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში–წესი) განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
პრემია – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗.
საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი
1. პრემიის გამოყენებისას (გაცემისას), საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2. პრემიის გაცემა ხორციელდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან.
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2. პრემიის მიზნებია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირთა წახალისება და მათი მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 5🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს თანამდებობის პირებზე: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, აგრეთვე. საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანება).
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოსამსახურეები) პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანება) გამოცემით. საკითხის ინიცირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი.
3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამდებობის პირებზე: გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, აგრეთვე, გამგებლის თანაშემწეებზე და გამგებლის წარმომადგენლებზე პრემიის გაცემაზე ინიცირებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის თაობაზეც გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანება).
4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე, საკითხის ინიცირების შემდეგ. გამგებელი აღნიშნულის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ–ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანება).
5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
6. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 6🔗.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არა უმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.