„საქართველოს მთავრობასა და შპს „SOCAR Georgia Investments“-ს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დადებულ „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (ყულევის თიზი) შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობასა და შპს „SOCAR Georgia Investments“-ს შორის დასადები შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის გიორგი კვირიკაშვილისათვის, უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2094
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და შპს „SOCAR Georgia Investments“-ს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დადებულ „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (ყულევის თიზი) შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობასა და შპს „SOCAR Georgia Investments“-ს შორის დასადები შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის გიორგი კვირიკაშვილისათვის, უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს „საქართველოს მთავრობასა და შპს „SOCAR Georgia Investments“-ს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დადებულ „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (ყულევის თიზი) შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი