შპს „Georgia Invest“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1224
2015 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „Georgia Invest“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია, ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 185 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №01.72.14.014.643 და №01.72.14.014.644) შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (ს/კ №404389372) და შპს „Georgia Invest“-ს (ს/კ №404914376) შორის 2012 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტისა და შპს „Georgia Invest“-ისათვის ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების შეწყვეტამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე, შემდეგი პირობებით:
ა) შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ საკუთრებაში დაბრუნდება ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5222 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.014.643) და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 129 778 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.014.689);
ბ) შპს „Georgia Invest“-ის საკუთრებაში დარჩება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კერძოდ: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.014.691) და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 47 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.014.690).
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „Georgia Invest“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „Georgia Invest“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „შპს „Georgia Invest“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“?
- „შპს „Georgia Invest“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ მიღებულია 11.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1224. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019387.
- სად არის „შპს „Georgia Invest“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „Georgia Invest“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“, №1224, 11.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019387 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2879710/