„საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგი“-ს შორის 2009 წლის 26 ივნისს დადებულ „ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმებისა (ხელშეკრულება - დამატება №4) და „საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგი“-ს შორის 2011 წლის 29 ივლისს და 2012 წლის 22 აგვისტოს გაფორმებულ „იპოთეკის ხელშეკრულება“-ში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს“ შორის დასადები ხელშეკრულების მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№751
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023570
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №751

2017 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს“ შორის 2009 წლის 26 ივნისს დადებულ „ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმებისა (ხელშეკრულება– დამატება №4) და „საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს“ შორის 2011 წლის 29 ივლისს და 2012 წლის 22 აგვისტოს გაფორმებულ „იპოთეკის ხელშეკრულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს“ შორის დასადები ხელშეკრულების მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს „საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს“ შორის 2009 წლის 26 ივნისს დადებულ „ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებული ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება (ხელშეკრულება– დამატება №4) და „საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს“ შორის 2011 წლის 29 ივლისს და 2012 წლის 22 აგვისტოს გაფორმებულ „იპოთეკის ხელშეკრულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს“ შორის დასადები ხელშეკრულება.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებასა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის სახელით მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, გიორგი ჩერქეზიშვილს.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი