საქართველოს მთავრობასა და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ს შორის დასადები ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (ქუთაისის ჰუალინგის თიზი) შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და გ. კვირიკაშვილისთვის მისი ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№988
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019142
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №988

2015 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ს  შორის  დასადები  ქუთაისის ჰუალინგის  თავისუფალი ინდუსტრიული ზონის  (ქუთაისის ჰუალინგის თიზი) შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და გ. კვირიკაშვილისთვის მისი ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილების პირველი მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ს    შორის დასადები ქუთაისის ჰუალინგის  თავისუფალი ინდუსტრიული ზონის  (ქუთაისის ჰუალინგის თიზი) შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი . ღარიბაშვილი