„2014 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის №1524 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2059
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2059

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„2014 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის №1524 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2014 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის №1524 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ქვეპროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ (პროგრამული კოდი - 37 01 07) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან, 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი მიმართოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ანგარიშზე 2014 წლის ვაშლის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

2. სააგენტომ, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, არასტანდარტული ვაშლის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც 2014 წლის 10 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს შეისყიდან არანაკლებ 0.10 ლარად, გასცეს სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე - 0.08 ლარის ოდენობით.“.

2. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 20 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი