„2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 აგვისტოს №1736 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1781
2015 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
„2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 აგვისტოს №1736 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 აგვისტოს №1736 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „გრუზვინპრომის“ (ს/კ 231289290) ან/და სს „აკურას“ (ს/კ 231165583) მიერ 2015 წლის რთვლის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.“;
ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელად ჩატარების მიზნით, შპს „გრუზვინპრომმა“ (ს/კ 231289290) ან/და სს „აკურამ“ (ს/კ 231165583) 2015 წლის რთვლის პერიოდში საჭირო საქონლისა (ყურძენი, ყურძნის გადასამუშავებლად საჭირო ტარა და დამხმარე მასალები, ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური აღჭურვა და სათადარიგო ნაწილების შეძენა, რთვლის პერიოდში შექმნილი ყურძნის მიმღები ჯგუფებისათვის საწვავის ტალონები) და მომსახურების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების შენახვის ტრანსპორტირებისა და სპირტად გამოხდის მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;
გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:
„16. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი