ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სარებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016053
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2014
matsne.gov.ge 735 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 24.12.2014 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 16.01.2015 მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 21.11.2014 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 24.12.2014 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 19.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სარებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №53 2014 წლის 3 დეკემბერი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სარებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის გათვალისწინებით და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“   საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების საფუძველზე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართის 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა  პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“, დანართის 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №35 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე დანართი 1 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი  ორგანოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის  საჯარო მოხელთა პრემიის გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. მუხლი 3🔗. საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი 1. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 2. პრემიის გაცემა ხორციელდება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა 1. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. 3. საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ. 4. პრემიის მიზანია, დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირის - საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწისა და საკრებულოს აპარატის უფროსის მიმართ, პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 2. გადაწყვეტილებას, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირების (საჯარო მოხელეები) მიმართ პრემიის გაცემის შესახებ, იღებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ  სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიცირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილების უფროსის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე. 3. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თანხის გადარიცხვას ახორციელებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური. დანართი 2 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის - მერის, მერის პირველი მოადგილის (მოადგილეების), სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისა და მერიის საჯარო მოხელეთა მიმართ პრემიის გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც  გაიცემა დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. მუხლი 3🔗. საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი 1. პრემიის  გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 2. პრემიის გაცემა ხორციელდება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა 1. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. 3. საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ. 4. პრემიის მიზანია, დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის-მერის, მერის პირველი მოადგილის (მოადგილეების), სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მიმართ პრემიის  გაცემის გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 2. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოხელეებზე) პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს და გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის შესახებ იღებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. 3. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თანხის გადარიცხვას ახორციელებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.