სსიპ ქართული სპორტის მუზეუმის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-01/54
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

           

სსიპ - ქართული სპორტის მუზეუმის 2014 წლის ანგარიში ინფორმაციის

თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადინისტრაციული კოდექსის

დებულებების შესრულების თაობაზე

 

       2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სსიპ ქართული სპორტის მუზეუმში სულ რეგისტრირებულია ექვსი იურიდიული პირის და ერთი ფიზიკური პირის განცხადება. აქედან ექვსი განცხადება შემოსულია საქართველოს სპორტისა და ახაგალზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილებზე თანდართვით.  მათ შორის:

-       საინფორმაციო ცენტრების ქსელი რედაქტორის გელა მთივლიშვილის 2014 წლის №-160 07.04.2014 წერილი ( შემოსულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 10.04.2014წ №06/1216 წერილით);

-       ა(ა)იპ კავშირი ადამიანი, კანონი, თავისუფლება აღმასრულებელი დირექტორის 2014 წლის 25 აპრილის №01/067 წერილი;

-       კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სახელით, მოქალაქე ელენე დიდებულიძის 2014 წლის 25 აპრილის განცხადება (სარეგისტრაციო №4615/04) (შემოსულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 28 აპრილის №06/1415 წერილით);

-       ა/ო სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ლაშა გიორგაძის 2014 წლის 16 მაისის №j13/14-135 განცხადება ( შემოსულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014 წლის  29 მაისის 06/1896 წერილით);

-       საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გაბაშვილის 2014 წლის  17 ივლისის 17-4/147 -წ-კ წერილი (შემოსულია სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 22 ივლისის №07/2538 წერილით);

-       საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სამმართელოს უფროსის ნათია ფირანიშვილის  2014 წლის 2 ოქტომრის № 09-1 /12217 წერილი (შემოსულია საქართველოს სპორტისა  და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 15 ოქტომბრის №06/3708 წერილით);

-        საერთაშორისო გამჭვირვალობა „საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის მამუკა ანდღულაძის 2014 წლის 10 ნოემბრის №03-2310 წერილით (შემოსულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014 წლის №06/4148 წერილით);

        სსიპ ქართული სპორტის მუზეუმი მიერ, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსადმი წარდგენილი იქნა პასუხი საჯარო ინფორმაციის ექვს მოთხოვნაზე, ხოლო  ააიპ კავშირი „ადამიანი, კანონი, თავისუფლებისადმი“ - საჯარო ინფორმაციის ერთ მოთხოვნაზე.

        სსიპ ქართული სპორტის მუზეუმის მიერ გაცემულ იქნა საჯარო ინფორმაცია 2014 წლის 8 აპრილის №01- 01/17; 2014 წლის 1 მაისის 01-01/19; 2014 წლის 1 მაისის №01-1/20;  2014 წლის  29 მაისის 01-01/25; 2014 წლის 25 ივლისის №01-01/37; 2014 წლის 17 ოქტომბრის №01-01/46 და 2014 წლის  19 ნოემბრის 01-01/51 წერილებით;

        საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე სსიპ ქართული სპორტის მუზეუმის მიერ 2014 წელს არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

        სსიპ ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორის 2013 წლის 29 სექტემბრის №4 ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია მუზეუმის მთ. სპეციალისტი მაკა კომახიძე.

       „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4.პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ ქართული სპორტის მუზეუმის „2014 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიულად გამოქვეყნდება მუზეუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www. sportmuseum.ge საჯარო ინფორმაციის განყოფილებაში.

დირექტორი                                                                                   ნანა მიქაძე