ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 49-ე მუხლის თანახამდ გაცნობებთ;
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2014 წლის იანვირდან 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 14 განცხადება და 17 წერილი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის არ მოუმართავთ და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული 31 კორესპოდენცია დაკმაყოფილდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნის შესაბამისი ინფორმაციის გაცემით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გაგმეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია სოფიო ბოჭორიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოსამსხურეების მიერ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” გათვალსიწინებული მოთხოვნები არ დარღვეულა. შესაბამისად მათთვის დისციპლინარული სახდელების დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ მიუღია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისად არ გამოყენებულა საკანონმდებლო აქტები აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებლისათვის არ უთქვამს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, შესაბამისად უარის თქმის შესახებ გააწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საანაგარიშო პერიოდში განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემისათვის ტყიბულის მუნციპალიტეტის გამგეობას ხარჯები არ გაუწევია. საჯარო დაწესებულების მიერ განმცხადებლისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მხარეთა სასარგებლოდ გადასახდელი ხარჯების გადახდა არ დაკისრებია.
რობიზონ გვენეტაძე
მუნიციპალიტეტის გამგებელი