ს/ს "იუნიონი" - განცხადება - სს სპორტული კომპლექსის "ლაგუნა ვერე"-ს აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე)
საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის 534 მუხლის შესაბამისად, განცხადება კეთდება სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს” აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე, რომლის საფუძველიცაა სს „იუნიონის” მიერ სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს” 1404 ცალი აქციის შეძენა.
გამოსყიდვის პირობები:
შემთავაზებელი ფლობს სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს” მიერ გამოშვებულ 1 471 476 (ერთი მილიონ ოთხასსამოცდათერთმეტი ათას ოთხასსამოცდათექვსმეტი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს საწესდებო კაპიტალის 99.89806%-ს და სურს გამოისყიდოს სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს” დარჩენილი 1404 (ერთი ათას ოთხასოთხი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს” საწესდებო კაპიტალის 0.09542%-ს შეადგენს.
სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს” აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 8,33 (რვა ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარს ერთ ცალ აქციაზე.
ეს განცხადება ძალაშია მისი „საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში.
აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ საკონტაქტო პირს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №39ა, საკონტაქტო ტელეფონი: 599 27 07 53.
სს „იუნიონის” დირექტორი: რ. მოცრაძე