იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ - 2014 წლის 10 დეკემბერი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის უმაღლესი სკოლის საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2014 წლის ანგარიში გაეგზავნა, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
1. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის შესახებ, მონაცემები საჯარო ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
2014 წელს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსულია 4 განცხადება (მომართვა). აქედან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში, 3 შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულად გაიცა. ერთ შემთხვევაში, განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი გაიცა, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის მეორე ნაწილი არ ინახებოდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, განცხადება რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის საჯარო დაწესებულებას.
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელმა პირმა, გიორგი ჭეხანმა.
სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საჯარო ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მოთხოვნა საანგარიშო პერიოდში არ შემოსულა.
2. ინფორმაცია კოლეგიური ორგანოს სხდომათა დახურვის შესახებ
საანგარიშო პერიოდში დახურულად გამოცხადდა სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 4 სხდომის გარკვეული ნაწილი, კერძოდ:
2014 წლის 31 ივლისის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის იუსტიციის მსმენელთა თეორიული გამოცდის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი:
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლი; სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი.
2014 წლის 29 აგვისტოს სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის იუსტიციის მსმენელთა დამატებითი თეორიული გამოცდის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლი; სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი.
2014 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის იუსტიციის მსმენელთა დამამთავრებელი გამოცდის საპრეტენზიო
კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი:
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლი; სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი.
2014 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის იუსტიციის მსმენელთა დამოუკიდებელი საბჭოს მიერ შეფასების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
3. ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გაცემის შესახებ
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლის ფუნქციებიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში, შეგროვდა და დამუშავდა იუსტიციის
16 მსმენელის შესახებ პერსონალური მონაცემები. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა 6 მსმენელის პერსონალური მონაცემები.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“-ს შესაბამისად, შეგროვებულ იქნა ინფორმაცია 9 თანამშრომლის შესახებ. აგრეთვე, სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ვაკანსიებზე გამოცხადებული კონკურსების შედეგად შეგროვდა ინფორმაცია 409 აპლიკანტის შესახებ.
4. ინფორმაცია თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში, სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.
5. მონაცემები ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების შემთხვევების შესახებ
საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების შემთხვევები.
დირექტორი ლაშა მაღრაძე