თავდაცვის დაგეგმვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ორგანიზებას, მისი დაგეგმვის არსსა და როლს თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებაში. თავდაცვის დაგეგმვა, როგორც თავდაცვის პოლიტიკის ნაწილი, მოიცავს რიგ ღონისძიებებს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ხელს უწყობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომში – ნატო) საქართველოს ინტეგრაციის პროცესის სათანადოდ წარმართვას.
2. თავდაცვის დაგეგმვა მოიცავს ძალთა, შეიარაღების, რესურსების, ლოგისტიკის, მართვისა და კონტროლის დაგეგმვას, აგრეთვე კრიზისული და საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში თავდაცვის დაგეგმვას მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდებისათვის.
3. თავდაცვის დაგეგმვის რევიზია და, შესაბამისად, თავდაცვის დაგეგმვის შესახებ დოკუმენტების გადახედვა შესაძლებელი იქნება ნატოში საქართველოს გაწევრიანების, ეროვნული უსაფრთხოების გარემოს შეცვლის ან ეროვნული უსაფრთხოების გარემოს შეცვლის ნიშნების გაჩენის შემთხვევაში.
მუხლი 2. კანონის სამართლებრივი საფუძვლები
ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტები – ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული აქტები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტი;
ბ) თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტები – ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული აქტები, რომლებსაც გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 4. თავდაცვის დაგეგმვის ორგანიზება
1. სახელმწიფო დონეზე თავდაცვის დაგეგმვის ორგანიზება განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით“.
2. თავდაცვის დაგეგმვა ხორციელდება თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტებისა და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
კრიზისული და საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში წინასწარი მოქმედებების დაგეგმვა გულისხმობს სამხედრო მოვლენების ან ბუნებრივი (ტექნოგენური) კატასტროფების დროს ვითარების მოულოდნელ განვითარებაზე ადეკვატური მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელების უნარს. კრიზისული და საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში მოქმედებების დაგეგმვის პრინციპები არ იცვლება.
მუხლი 6. თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტები
თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტებია:
ა) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;
გ) საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია.
მუხლი 7. თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტები
თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებია:
ა) თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელო;
ბ) სამხედრო განვითარების ძირითადი პროგრამები;
გ) წლიური პროგრამები;
დ) ოპერატიული გეგმები, კონცეფციები, დოქტრინები, დებულებები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივები;
ე) თავდაცვის დაგეგმვის დებულება.
მუხლი 8. სახელმწიფო დაწესებულებების როლი თავდაცვის დაგეგმვის პროცესში
1. თავდაცვის დაგეგმვის პროცესში წამყვანი ადგილი უკავია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
2. სახელმწიფო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეხმარებიან თავდაცვის დაგეგმვის პროცესის ფორმირებასა და განხორციელებაში.
მუხლი 9. თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონე
1. ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების, ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის, მდგრადი განვითარების, ქვეყნის, საზოგადოებისა და პიროვნების უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავდება „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხო განვითარების ხედვას წარმოადგენს. მასში ნათლად არის მითითებული პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში არსებული მოთხოვნილებები, მიზნები და მათი მიღწევის გზები. „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას“ დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
2. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მრავალწლიანი პერიოდისათვის მიმოიხილავს არსებულ სტრატეგიულ გარემოს და კონკრეტულად ადგენს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ საფუძველზე ხდება შეიარაღებულ ძალებში ოპერატიული გეგმების შემუშავება და ამ დოკუმენტთან დაკავშირებული დაგეგმვის სხვა სფეროების (მატერიალურ-ტექნიკური, ინფორმაციული და უწყებათაშორისი კოორდინაციის) ორგანიზება. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ხდება მისი ანალიზი. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს“ ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. თავდაცვის სფეროში „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით“ გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შეიმუშავებს „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას“, რომელიც მრავალწლიანი პერიოდისათვის განსაზღვრავს ეროვნულ სამხედრო მიზნებსა და შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს, მათი განხორციელების ზოგად გზებს, სტრუქტურასა და სამომავლო ხედვას. ამასთანავე, ის ადგენს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შეიარაღებული ძალებისათვის მათ წინაშე დასმული ამოცანების ეფექტიანად შესასრულებლად. ყოველწლიურად ხდება აღნიშნული დოკუმენტის შედარება არსებულ ან/და მოსალოდნელ მდგომარეობასთან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა. „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას“ ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 10. თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონე
1. უწყებრივ დონეზე თავდაცვის დაგეგმვის განხორციელების დეტალები და პროცედურები (პასუხისმგებელი რგოლები და ვადები) განისაზღვრება „თავდაცვის დაგეგმვის დებულებით“, რომელსაც გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაზე“ დაყრდნობითა და „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ დასკვნების გათვალისწინებით ადგენს „თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“, რომელიც მრავალწლიანი პერიოდისათვის ასახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეიარაღებულ ძალებში სახელმწიფოს თავდაცვისათვის დადგენილ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. „თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული „თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოზე“ დაყრდნობით მრავალწლიანი პერიოდისათვის შეიმუშავებს „სამხედრო განვითარების ძირითად პროგრამებს“, რომლებიც მოიცავს ყველა იმ დაგეგმილ ღონისძიებას, რომელთა მიზანია შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, აღჭურვა, წვრთნა, მათი ქვედანაყოფების შენარჩუნება, ლოგისტიკური უზრუნველყოფა, რეზერვის ინფრასტრუქტურის შენახვა და გაუმჯობესება, აგრეთვე ნატოსთან თანამშრომლობის გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა. „სამხედრო განვითარების ძირითად პროგრამებს“ გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
4. თავდაცვის დაგეგმვის ბოლო ეტაპსა და „სამხედრო განვითარების ძირითადი პროგრამების“ წლიურ საფეხურებს წარმოადგენს „წლიური პროგრამების“ შედგენა. მათი განხილვისა და შეჯამების შედეგად ფორმირდება თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში. „წლიური პროგრამების“ შიდაუწყებრივი განხილვის შემდეგ განისაზღვრება არსებული პროგრამების და მათი დაფინანსების პრიორიტეტულობა. თავდაცვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები, სამხედრო სფეროში დადგენილი პრიორიტეტული მიმართულებები და თავდაცვის მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველყოფის მოთხოვნილებები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი ხარჯვა ხორციელდება წლიური ბიუჯეტის პროგრამების შესაბამისად.
5. ოპერატიული გეგმების, კონცეფციების, დოქტრინების, დებულებებისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივების შემუშავება ხდება ამ მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინებით.
მუხლი 11. თავდაცვის დაგეგმვის საპარლამენტო კონტროლი
თავდაცვის დაგეგმვის საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 28 აპრილი.
№2956-Iს
თავდაცვის დაგეგმვის შესახებ
ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500)
საქართველოს კანონი
თავდაცვის დაგეგმვის შესახებ
მუხლი 1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის არსი🔗
1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვა არის იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც ემსახურება თავდაცვის პოლიტიკის მიზნების განხორციელებას და შესაბამისი გზებისა და რესურსების განსაზღვრას.
2. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვა ხორციელდება მოკლევადიანი (2 წლამდე ვადით), საშუალოვადიანი (5 წლამდე ვადით) და გრძელვადიანი (5 წელზე მეტი ვადით) პერიოდებისათვის.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3578
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 2. კანონის სამართლებრივი საფუძვლები🔗
ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
მუხლი 3. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2013 წლის 2
7
სექტემბრის
კანონი №1386
– ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3578
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 4. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვისა და კოორდინაციის ორგანიზება🔗
1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა;
გ) ერთიანი სამთავრობო მიდგომა;
დ) უწყვეტობა;
ე) გეგმურობა;
ვ) საჯაროობა და სამოქალაქო ჩართულობა.
2. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული დონისა და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით.
3. სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება ხორციელდება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებს ამტკიცებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციულ დოკუმენტებს − შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. უწყებრივ დონეზე სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის განხორციელების წესი და ვადები, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები და რეგულირების სფერო განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი.
6. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონისა და უწყებრივი დონის დოკუმენტები ექვემდებარება განახლებას ქვეყნის თავდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3578
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4406 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
მუხლი 5. კრიზისული და საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში მოქმედებების დაგეგმვა🔗
კრიზისული და საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში წინასწარი მოქმედებების დაგეგმვა გულისხმობს სამხედრო მოვლენების ან ბუნებრივი (ტექნოგენური) კატასტროფების დროს ვითარების მოულოდნელ განვითარებაზე ადეკვატური მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელების უნარს. კრიზისული და საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში მოქმედებების დაგეგმვის პრინციპები არ იცვლება.
მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები🔗
1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებია:
ა) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;
გ) საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია.
2. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია:
ა) მიმოიხილავს და აფასებს თავდაცვის სფეროში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს;
ბ) განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის მიზნებს და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს;
გ) განსაზღვრავს ეროვნულ სამხედრო მიზნებსა და ამოცანებს, მათი განხორციელების გზებს, პრინციპებსა და საშუალებებს;
დ) აფასებს ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს, საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნებს, ადგენს სამომავლო განვითარების ხედვას და განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების სამომავლო სტრუქტურას;
ე) განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების სტრატეგიულ მიმართულებებსა და პრინციპებს;
ვ) სახელმწიფო უწყებებს განუსაზღვრავს თავდაცვის ამოცანებს შესაბამისი სფეროების მიხედვით;
ზ) განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვაში საზოგადოების ჩართულობას;
თ) ადგენს განსაზღვრული პერიოდისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების რესურსებით უზრუნველყოფის ჩარჩოებს.
3. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
4. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტსა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3578
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 61. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტები🔗
1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტია საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა, რომელიც არის სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებისათვის პასუხისმგებელი უწყებების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმების ერთობლიობა.
2. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციულ დოკუმენტებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3578
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 7. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები🔗
1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტი მუშავდება სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტების საფუძველზე. მასში განისაზღვრება:
ა) შესაბამისი უწყების ხედვა, ღირებულებები, მიდგომები, განზრახვები და პრინციპები, აგრეთვე ამ უწყების მიზნები და ამოცანები სახელმწიფო თავდაცვის სფეროსთან ან/და მის ცალკეულ მიმართულებებთან/საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) შესაბამისი უწყების წინაშე მდგარი პრობლემები, ამ უწყების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მათი გადაჭრის დრო, გზები, საშუალებები და რესურსები, აგრეთვე აღნიშნული უწყების პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები.
2. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტებიდან იერარქიულად ზემდგომი დოკუმენტი მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხებს.
3. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტს შეიძლება ჰქონდეს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა.
4. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით.
5. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას კოორდინაციას უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3578
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 71. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები🔗
სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მუშავდება სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტების ან/და სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების საფუძველზე და მათ აღსასრულებლად.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3578
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 8. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3578
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 9. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4130 -სსმI, №75, 27.12.2010 წ., მუხ. 479
საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1386 – ვებგვერდი, 09.10.2013წ
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3578
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 10. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3578
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 11. თავდაცვის დაგეგმვის საპარლამენტო კონტროლი🔗
საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით ახორციელებს თავდაცვის დაგეგმვის საპარლამენტო კონტროლს.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის
კანონი №3895
– ვებგვერდი, 14.12.2018წ.
მუხლი 12. კანონის ამოქმედება🔗
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,2006 წლის 28 აპრილი.
№2956-Iს