აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2162
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018097
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2162

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1.  ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, „აჭარის სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირსამაგრი ღონისძიების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სანაპირო ზოლის (ბათუმი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია) გასამაგრებელი სამუშაოების განხორციელების  მიზნით, აჭარის ა/რ -ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯინისწყალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) მ3 სასარგებლო წიაღისეული (ქვიშა-ხრეში), შემდეგი  X  და  Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

217286

4609871

2

217368

4610035

3

217527

4610008

4

217542

4609961

5

217826

4609869

6

217806

4609822

7

217718

4609792

8

217656

4609782

9

217619

4609789

10

217574

4609823

11

217427

4609869

S = 6,60 ჰა

WGS 1984.

 

2. აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ვალდებულია:

ა) უზრუნველყო ს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების  პირველი  პუნქტით  განსაზღვრული  მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 15 652 (თხუთმეტი ათას ექვსას ორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა,  ამ განკარგულების  ძალაში  შესვლიდან  ერთი თვის ვადაში.

 3.აჭარის  ა/რ-ის მთავრობის  საქვეუწყებო  დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამ ხ ედველობის დეპარტამენტი).

4 . აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია  მოპოვებული  ბუნებრივი  რესურსის  ოდენობის  შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                           ი .  ღარიბაშვილი