ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.172.016054
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის
ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54
2014 წლის 24 დეკემბერი
ქ. ამბროლაური
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების საფუძველზე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი №1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან განსაკუთრებული სირთულის და მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗.
საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი
1.პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
2.პრემიის გაცემა ხორციელდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა
1. ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა და უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრის სარგოს
2. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ.
3. საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობებისა და პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს,ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ.
4. პრემიის მიზანია, დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 5🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხემძღვანელი პირის - საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის და საკრებულოს აპარატის უფროსის მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას)
2.გადაწყვეტილებას, ქალაქ ამბროლაურის მინიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირების (საჯარო მოხელეები) მიმართ პრემიის გაცემის შესახებ, იღებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდულურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის(ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიცირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი.
3. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თანხის გადარიცხვას ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური