„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2105 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2326
2014 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2105 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2105 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საახალწლო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 966 106 (ცხრაას სამოცდაექვსი ათას ას ექვსი) ლარი, მათ შორის:
ა) 449 390 (ოთხას ორმოცდაცხრა ათას სამას ოთხმოცდაათი) ლარი – ქ. თბილისსა და საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში საახალწლო კონცერტების გამართვის ხარჯების დასაფინანსებლად;
ბ) 399 716 (სამას ოთხმოცდაცხრამეტი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარი – ქ. თბილისში ახალი წლის ღამეს ჯგუფების „PAROVE STELAR BAND“ და „GROOVESONIX BAND“ კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად;
გ) 117 000 (ას ჩვიდმეტი ათასი) ლარი – ზღაპარი-შოუს „ყინულის დედოფალი“ ხარჯების ნაწილობრივ დასაფინანსებლად.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი