ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.171.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. ოზურგეთი

 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე



დანართი 1

 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის

შექმნისა და განკარგვის წესი

მუხლი 1. სარეზერვო ფონდის არსი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი იქმნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით.

მუხლი 2. სარეზერვო ფონდის განკარგვის პირობები
1. სარეზერვო ფონდის განკარგვა ხდება:

ა) სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდთოვლობა, მეწყერი და ა.შ) სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის;

ბ) ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის და ეპიდემიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის;

გ) სხვადასხვა სახის კატასტროფების, ავარიების და გადაუდებელი ხასიათის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის;

დ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულებისათვის;

ე) ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის თუ ობიექტური მიზეზით რომელიმე მუხლში წარმოიქმნა სახსრების დეფიციტი;

ვ) სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, როდესაც მისი გადასახდელები ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული;

2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების განკარგვა ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში ხდება მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული;

3. სარეზერვო ფონდიდან გაცემული გადასახდელების აღრიცხვა (გეგმიური და ფინანსური) ხდება ბიუჯეტის გადასახდელების ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი კონკრეტული მუხლით.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2014.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.12.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.171.016046.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“, №46, 26.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.171.016046 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2655323/