1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შეუმუშავებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრული ღონისძიების განუხორციელებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024