1. დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე ისეთი პროდუქტის განთავსება,  რომლის მწარმოებელიც არ არის რეგისტრირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში ან/და არ არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ან ინდივიდუალურად არ აქვს შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის კოლექტიურად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში გაწევრების ან მგვ-ის ორგანიზაციის ინდივიდუალურად შექმნის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება ან რეგისტრაციის წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.

6. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.

7. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

8. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

9. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი ნარჩენების შეგროვების, აღდგენის (რეგენერაციის) და რეციკლირების წლიური მიზნობრივი მაჩვენებლების მიუღწევლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024