,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციოს კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.01.2015 ბოლო ცვლილება 29.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016204
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2015 წლის 14 იანვარი

ქ. გარდაბანი

 

,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციოს კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №42 დადგენილებას ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციოს კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, საფუძვლებში დაემატოს: ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №42 დადგენილების მე-12 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) დოკუმენტაციის შერჩევა;

ბ) სავალდებულო ტესტირება;

გ) გასაუბრება.

3.  მე-14 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. კონკურსის ეტაპისავალდებულო ტესტირება

1. სავალდებულო ტესტირებაზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ეტაპი (კანდიდატთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა).

2. სავალდებულო ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და სხვა კრიტერიუმები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის,თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით.

3. სავალდებულო ტესტირებაზე დადებითი შეფასების მისაღებად, კანდიდატმა უნდა გადალახოს დადგენილი მინიმალური ზღვარი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი