ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2015 წლის 27 იანვარი ქ. ახმეტა |
|
,,ბ“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის, მედიკამენტებისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება;
,,გ” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე);
,,დ“ უდედმამო ბავშვები (16 წლამდე );
,,ე“ 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;
,,ვ“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;
,,ზ“ დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
,,თ“ გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახები;
,,ი” მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 2014 წლის 1 ივნისამდე დაბადებული 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახები;
,,კ“ ახალშობილთა ოჯახები (პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში).
,,ლ“ ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახები;
,,მ“ უპატრონო მიცვალებული;
,,ნ“ მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები;
,,ო“მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;
,,პ“ (ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტის დაფინანსება;
,,ჟ“ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები.
,,ბ“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, მედიკამენტების, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება -- 50%-თ, არაუმეტეს 1000 ლარისა, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის 500 ლარამდე თანხა- სრულად;
,,გ“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) - 100 ლარი (საახალწლო კალათა - 50 ლარი, სააღდგომო კალათი - 50 ლარი);
,,დ“ უდედმამო ბავშვები (16 წლამდე) - 100 ლარი (საახალწლო კალათა – 50 ლარი, სააღდგომო კალათა - 50 ლარი);
,,ე“ 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება - 100 ლარი;
,,ვ“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები - 250 ლარი;
,,ზ“ ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები;
,,ზ.ა“ დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება - 9 მაისის დღესასწაულისათვის - 200 ლარი;
,,ზ.ბ“ ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის - 250 ლარი;
,,თ“ მრავალშვილიანი ( რომელთაც ყავთ 2014 წლის 1 ივნისამდე დაბადებული 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახების დახმარება - 100 ლარი;
,,ი“ ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში) - 100 ლარი;
,,კ“ ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - არაუმეტეს 1000 ლარისა;
,,ლ“ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი - 200 ლარი;
,,მ“ მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები - 100 ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ - 50-50 ლარი);
,,ნ“ მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა - 1000 ლარი;
,,ო“ უფასო კვების ობიექტი - 112.500 (ას თორმეტი ათას ხუთასი) ლარი;
,,პ“ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის არაუმეტეს 500 ლარი.
2. სოციალური დახმარების დროებითი კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალურ საკითხთა დროებითი კომისია.
5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის ,,ბ“, ,,ნ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა.
6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება.
7. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე.
8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელზე მისივე შუამდგომლობის საფუძველზე.
9. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
„ა“ საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;
,,ბ“ უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
,,ა“ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით;
,,ბ“ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მეშვეობით.
,,ა“ სოციალური დახმარების პროგრამით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;
,,ბ“ სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;
,,გ“ დახმარების გაცემის პროცესის სიმარტივე და ოპერატიულობა.
დანართი №2
|