„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №42
2015 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თან ა დაფინანსების“ პროექტის ფარგლებში, ბიზნესგეგმების მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;
ბ) განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ (დანართი №1):
ბ.ა) მე-4 მუხლის:
ბ.ა.ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სააგენტოს მონაწილეობა:
ა) საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების საგრანტო თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის პარალელურად;
ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობების ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული) სესხის (გარდა საგრანტო პროექტის ფარგლებში გაცემული სესხებისა) ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არა უმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ საგარანტიო წერილით. მეორადი უზრუნველყოფა ძალაშია სესხის არანაკლებ 30%-ით პირველადი უზრუნველყოფის შემთხვევაში. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არა უმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით. “;
ბ.ა.ბ) მე-19-მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. სააგენტოს თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) სესხის სრულად დაფარვა;
ბ) მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, ვადაგადაცილების დროს საგრანტო თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან საგრანტო თანადაფინანსება წყდება, ხოლო მეორადი უზრუნველყოფა რჩება ძალაში ;
გ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება;
დ) ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამოდ პარალელური სესხების გაცემა;
ე) სესხის გაცემისას მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სააგენტოსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობა;
ვ) მსესხებლის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, მიზნობრიობის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის აღებული სესხის თანხის ათვისება განხორციელდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნობრიობათა ფარგლებში.
20. თანადაფინანსების და მეორადი უზრუნველყოფის შეწყვეტის თაობაზე სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.“;
ბ.ბ) მე-8 მუხლის:
ბ.ბ.ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სააგენტოს მონაწილეობა:
ა) საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების საგრანტო თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის პარალელურად;
ბ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობების ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული) სესხის (გარდა საგრანტო პროექტის ფარგლებში გაცემული სესხებისა) ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არა უმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ საგარანტიო წერილით. მეორადი უზრუნველყოფა ძალაშია სესხის არანაკლებ 30%-ით პირველადი უზრუნველყოფის შემთხვევაში. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არა უმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.“;
ბ.ბ.ბ) 24-ე-25-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. სააგენტოს თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა შეწყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) სესხის სრულად დაფარვა;
ბ) მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, ვადაგადაცილების დროს საგრანტო თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან საგრანტო თანადაფინანსება წყდება, ხოლო მეორადი უზრუნველყოფა რჩება ძალაში ;
გ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება;
დ) ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამოდ პარალელური სესხების გაცემა;
ე) სესხის გაცემისას მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სააგენტოსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობა;
ვ) მსესხებლის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, მიზნობრიობის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ძირითადი საშუალებებისთვის აღებული სესხის თანხის ათვისება განხორციელდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიზნობრიობათა ჩამონათვალის ფარგლებში;
ზ) როდესაც ძირითადი საშუალებების დაფინანსებისთვის აღებული სესხით ხდება საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, ბენეფიციარს შეუწყდება სააგენტოს თანადაფინანსება სესხის თანხის იმ ნაწილზე, რომელიც გამოიყენა საბრუნავი საშუალებებისთვის და მოეთხოვება თანადაფინანსების სახით გადახდილი თანხის სააგენტოსთვის დაბრუნება. ამ შემთხვევაში, მეორადი უზრუნველყოფა რჩება ძალაში სესხის მხოლოდ მიზნობრივად ათვისებულ ნაწილზე. აღნიშნული არ ვრცელდება საგრანტო პროექტის ბენეფიციარებზე.
25. თანადაფინანსების და მეორადი უზრუნველყოფის შეწყვეტის თაობაზე სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს ს ააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.“;
ბ.გ) მე-10მუხლის:
ბ.გ.ა) მე- 10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ კომპონენტით გათვალისწინებულია ახალი და არსებული სასოფლო- სამეურნეო საწარმოების მანქანა-დანადგარებით აღჭურვის დაფინანსება, მათ შორის:
ა) გადამამუშავებელი საწარმოები:
ა.ა) ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;
ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება;
ა.გ) ჩაის, დაფნის წარმოება და დაფასოება;
ა.დ) ხილის, ბოსტნეულის და კენკროვნების გადამუშავება;
ა.ე) ციტრუსის გადამუშავება;
ა.ვ) კაკლისა და თხილის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;
ა.ზ) მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;
ა.თ) მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;
ა.ი) თამბაქოს წარმოება;
ა.კ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
ა.ლ) სასაკლაოს მოწყობა;
ა.მ) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;
ა.ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების წარმოება;
ა.ო) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა), მხოლოდ საგრანტო პროექტის ფარგლებში გაცემული აგროლიზინგის შემთხვევაში;
ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები:
ბ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;
ბ.ბ) მარცვლეულის საშრობები;
ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები;
ბ.დ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება;
ბ.ე) ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;
ბ.ვ) ქვევრების წარმოება ღვინისთვის;
გ) პირველადი სასოფლო- სამეურნეო საწარმოები:
გ.ა) მეცხოველეობის ფერმა;
გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა;
გ.გ) ფრინველის საჩეკი მეურნეობა;
გ.დ) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;
გ.ე) სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;
გ.ვ) თევზის წარმოება;
გ.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;
გ.თ) საჩითილეები და სანერგეები;
გ.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა.“;
ბ.გ.ბ) 27-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.გ.გ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„28. საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების მიმართ სააგენტოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ლიზინგის გამცემი ვალდებულია თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა გადასცეს სააგენტოს.“;
ბ.გ.დ) 30-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი