„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1134
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021590
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1134

2016 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული:

1. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ17 ქვეპუნქტი:

„ჰ17) პარალელური აგროლიზინგი – ერთი აგროლიზინგის მიმღების მიერ 2 ან მეტი დაუფარავი აგროლიზინგი, ერთი კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება (გარდა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისა);“;

გ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

 

„მუხლი 81. შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონენტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის (ალკოჰოლური სასმელები)

 1. ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში, შეღავათიანი აგროლიზინგი თანხის ოდენობის მიხედვით იყოფა 2 კატეგორიად:

 ა) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროლიზინგ(ებ)ის და შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა, ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში, შეადგენს 20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი);

 ბ) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროლიზინგ(ებ)ის და შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა, ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში, შეადგენს 600 001 აშშ დოლარიდან 2 000 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი).

 2. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროლიზინგ(ებ)ის და შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა, ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში, შეადგენს 20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი):

 ა) ამ პუნქტით განსაზღვრულ აგროლიზინგ(ებ)ზე სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიურ 12%-ს, რომელსაც სააგენტო გადაუხდის ლიზინგის მიმღებს, მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ არაუმეტეს 84 თვის განმავლობაში;

 ბ) დასაშვებია, ამ პუნქტის ფარგლებში, პარალელური ლიზინგ(ებ)ის ან/და სესხ(ებ)ის გაცემა, თუ მათი ჯამი არ აღემატება ამ პუნქტით განსაზღვრული თანხის მაქსიმალურ ლიმიტს;

 გ) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის/გადაიარაღებისთვის აგროლიზინგის საგნ(ებ)ის ჩამონათვალს შეიმუშავებს სააგენტო სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე;

 დ) შეღავათიანი აგროლიზინგის ის პირობები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტით, რეგულირდება ამ პროექტის მე-8 მუხლით დადგენილი საერთო პირობებით.

 3. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროლიზინგ(ებ)ის და შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა, ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში, შეადგენს 600 001 აშშ დოლარიდან 2 000 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი):

 ა) ამ პუნქტით განსაზღვრულ აგროლიზინგ(ებ)ზე სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიურ 12%-ს, რომელსაც სააგენტო გადაუხდის ლიზინგის მიმღებს, მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ, არაუმეტეს 24 თვის სალიზინგო საზღაურის თანადაფინანსებას აგროლიზინგის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 26 თვის განმავლობაში;

 ბ) დასაშვებია, ლიზინგის მიმღებს გააჩნდეს პარალელური სესხ(ებ)ი ან/და ლიზინგ(ებ)ი, თუ მათი ჯამი არ აღემატება 2 600 000 აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარი), ამ პროექტის 71 და 81 მუხლებით გათვალისწინებული ქვეკომპონენტების ფარგლებში;

 გ) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის/გადაიარაღებისთვის აგროლიზინგის საგნ(ებ)ის ჩამონათვალს შეიმუშავებს სააგენტო სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე;

 დ) ბენეფიციარი ვალდებულია, აგროლიზინგის მიღებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ყოველი წლის რთველის სეზონზე შეისყიდოს ბოლო 3 წლის რთველის სეზონებს შორის ყველაზე მეტი მოცულობის შესყიდულ ყურძენზე დამატებით 0.5 ტონა ყურძენი, ყოველ მისაღებ 1 000 აშშ დოლარზე გადაანგარიშებით და არა უგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა წარადგინოს სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოდან ცნობა, შესაბამისი რაოდენობის ყურძნის შესყიდვაზე, ხოლო თუ ბენეფიციარს არ განუხორციელებია ყურძნის შესყიდვა უკანასკნელი 3 წლის რთველის სეზონებზე, სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვალდებულია მიიღოს 0,5 ტონა ყურძენი ყოველ მისაღებ 1 000 აშშ დოლარზე გადაანგარიშებით და არაუგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა წარადგინოს სააგენტოში სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოდან ცნობა, შესაბამისი რაოდენობის ყურძნის შესყიდვაზე;

 ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ გავრცელდება ბენეფიციარზე იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი 3 წლის რთველის სეზონებზე ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მიერ მიღებული ყურძნის მაქსიმალური მოცულობა ერთ-ერთი რთველის სეზონზე აღემატება 5 000 ტონას. ამ შემთხვევაში, მისი ვალდებულება განისაზღვრება აგროლიზინგის საგნ(ებ)ის მიღებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად არანაკლებ 5 000 ტონა ყურძნის შესყიდვით;

 ვ) თუ ბენეფიციარის მიერ ამ პროექტის 71 მუხლის მე-2 პუნქტის ან/და 81 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში ხდება პარალელური სესხ(ებ)ის ან/და აგროლიზინგ(ებ)ის აღება, ბენეფიციარის ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება განისაზღვრება მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობიდან;

 ზ) იმ შემთხვევაში, თუ აგროლიზინგის საგნის მიღება განხორციელდება შესაბამისი წლის პირველი ივლისის შემდგომ, ამ პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების პირველ წლად განისაზღვრება მომდევნო წლის რთველის სეზონი;

 თ) შეღავათიანი აგროლიზინგის ის პირობები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტით, დარეგულირდება ამ პროექტის მე-8 მუხლით დადგენილი საერთო პირობებით.“.

2. „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ (დანართი №2):

ა) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს მიერ გამოყოფილი თანადაფინანსების თანხის მშენებლობის ან/და რემონტის მიზნით გამოყენების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ექსპერტიზაგავლილი დეტალური ხარჯთაღრიცხვა. ხარჯთაღრიცხვის და ჩატარებული სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების ექსპერტიზას განახორციელებს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული პირებიდან ან სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირებიდან ერთ-ერთი, ბენეფიციარის შერჩევით. აღნიშნული არ ვრცელდება ამ პუნქტის ძალაში შესვლამდე საგრანტო კომიტეტის მიერ დამტკიცებულ პროექტებზე.“;

ბ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული პირებიდან ან სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირებიდან ერთ-ერთის მიერ გაცემული დასკვნა, შემნახველი საწარმოს მშენებლობის ხარჯთაღრიცხვისა და დანადგარების/აგრეგატების ღირებულების საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობის შესახებ.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                          გიორგი კვირიკაშვილი